საზოგადოება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბუდაპეშტში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. პაატა სალიამ შანდორ პინტერს პენიტენციურ და პრობაციის სფეროში მიღწეული შედეგები, რეაბილიტაციის პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები და სამინისტროს გრძელვადიანი ხედვა გააცნო. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა იმართება.
საქართველოს და უნგრეთს ერთმანეთთან აკავშირებს განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობა, უნგრეთი არის საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერი, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით, ასევე საქართველოს ევროპული მისწრაფებების თვალსაზრისითაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს მილანში განუცხადა. მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართება, საუბარი იქნება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. „ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და, რა თქმა უნდა, კომისიის სხდომა, რომელიც გაიმართება ბუდაპეშტში, ემსახურება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვას. საუბარი იქნება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და თანამშრომლობის სხვა სფეროებზე. მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ურთიერთობების განვითარებას,“- განაცხადა პრემიერმა.
„უნდა მივეჩვიოთ, რომ არ გავაკეთოთ განცხადებები იმ ლოგიკაზე, რომელი ლოგიკითაც მოქმედებს სხვა. ლოგიკაზე თუა საუბარი, გეკა გელაძეს...
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თვეებია პროვოკაციების ეპიცენტრად სასამართლო დარბაზები იქცა. „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“...
ამერიკაში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილი ინიშნება. როგორც ცნობილია, ქართულმა მხარემ ამერიკიდან სახელმწიფო თანხმობა (აგრემანი) უკვე მიიღო. საქართველოს...