Skip to content
08/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანის კიბერუსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლა

მარშალ პრესი 08/10/2025
104

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და აზერბაიჯანის კიბერუსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა, ლუკა მგელაძემ აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლებს ბიუროს სტრუქტურა და მიზნები გააცნო, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

აზერბაიჯანის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ელშან როვშან ჰასანოვმა აზერბაიჯანის შესაბამისი სამსახურის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. 

მხარეები კიბერუსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. 

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლები  დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ, სადაც ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის იუნკერებს შეხვდნენ. დელეგაციის წევრები  შინდისის მემორიალთანაც იმყოფებოდნენ, სადაც გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

კიბერუსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში, მესამედ გაიმართა.

Post navigation

Previous: ჟურნალისტად წოდებული მონები შფოთავენ კითხვების დასმას გვიშლიანო – მაგ შფოთვაშიც ხაზარაძე იხდის მეგობრებო და ხაბეიშვილის რევოლუციის ტირაჟირებაშიც ხაზარაძემ გადაიხადა
Next: კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: ისმის კითხვა: რატომ ვუგზავნით უკრაინას ფულს? როგორც ჩანს, ზელენსკი ყოველთვიურად რიცხავს 50 მილიონ დოლარს საუდის არაბეთის რომელიღაც ბანკში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.