Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დოროთე ცრუს, მინდა ერთი კითხვა დავუსვა – დიმიტრი სამხარაძე

მარშალ პრესი 08/10/2025
dito samkharadze

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კითხვით მიმართავს, იყო თუ არა მასსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ პატრონებს შორის გარიგება, რომ რევოლუციის მოხდენის შემთხვევაში არქიმანდრიტ ყურაშვილს პატრიარქად დასვამდნენ.

სამხარაძე არქიმანდრიტს მიმართავს, რომ იქამდე არ მოეშვება, სანამ ქართველ ხალხს სიმართლეს არ ეტყვის. „დოროთე ცრუს, მინდა ერთი კითხვა დავუსვა იყო თუ არა შენს და ნაცებს, ასევე მაგათ მეპატრონეებს შორის გარიგება, რომ თუ რევოლუციას მოახდენდით, პატრიარქად დაგსვამდნენ? აღიარე და ქართველებს სიმართლე უთხარი. მეორე, რაც მინდა გითხრა, შენი წყევლა არც მე და არც ჩემს ოჯახს არ მოუვა! მე, ჩემი შვილები, მეუღლე, მშობლები, ნათესავები და მეგობრები, ქრისტეს გზის ერთგულები ვართ! უფალი იესო ქრისტე მიცავს და ვინ ხარ შენ, გამყიდველი, მოსყიდული, რომ რამე მავნო? არ მოგეშვები სანამ სიმართლეს არ ეტყვი ერს და ბერს“- წერს სამხარაძე.

Post navigation

Previous: ევროპული ბიუროკრატია არის გაღიზიანებული ქართველ ხალხზე, მაგრამ არ მგონია, ასეთი სისულელე გააკეთონ, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გამო ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით
Next: ოპოზიციურ ტელევიზიებთან გარიგებაზე ციხის შიშით თანხმობა განაცხადეს ლევან სანიკიძემ და სხვა პირებმა, მეტიც – ამ გეგმას თავადვე დაეთანხმნენ. მერე რა, თუ მათ მოღალატის იარლიყს მიაკერებენ მთავარია, ციხეში არ მოხვდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.