Skip to content
08/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

5-7 ათასი რადიკალი იყო მისული ხელისუფლების დამხობის აქციაზე, ჰქონდათ კონკრეტული გეგმები, თუმცა ჩვენ ჯერ პრევენციულმა ზომებმა მოგვცა საშუალება, თავიდან აგვეცილებინა მათი სცენარის რეალიზება, შემდეგ უშუალოდ საპოლიციო ძალებმა იმოქმედეს უაღრესად ეფექტიანად, საბოლოო ჯამში თავიდან ავიცილეთ რევოლუციის მეხუთე მცდელობა

მარშალ პრესი 08/10/2025
irakli kobakhidze2

დაგეგმილი იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება ძალადობრივი რევოლუციის გზით, თუმცა ეს სცენარი ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის პრესსპიკერმა ღიად გამოხატა მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 5-7 ათასი ადამიანი, რადიკალი იყო მისული ხელისუფლების დამხობის აქციაზე, თუმცა პრევენციული ზომებისა და შემდეგ საპოლიციო ძალების უაღრესად ეფექტიანი მოქმედების შედეგად რევოლუციის მეხუთე მცდელობის თავიდან აცილება მოხდა.

„ერთი შეხედვით მარტივად ჩაიარა ყველაფერმა და ასეც მოხდა 4 ოქტომბრისთვის. ისე იყო ჩვენი მხრიდან ვითარება შემზადებული, ისეთი პრევენციული ზომები იყო მიღებული, რომ გაუმარტივდა საბოლოო ჯამში საპოლიციო ძარებს რეაგირება იმ უმძიმეს ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე და პოლიციელების მიმართ. თუმცა რეალურად იყო გეგმები, ამბიციური გეგმები, რადიკალური ოპოზიციის მხარეს, მიზანი იყო გაცხადებული, ეს იყო ხელისუფლების დამხობა. ნახეთ, რომ 5-7 ათასი ადამიანი, რადიკალი იყო მისული ხელისუფლების დამხობის აქციაზე, მათ ჰქონდათ კონკრეტული გეგმები, მათ შორის დაგეგმილი იყო სხვა ლოკაციებზე გადანაცვლება, მას შემდეგ რაც აიღებდნენ პრეზიდენტის სასახლეს და ა.შ. ასეთი იყო მათი გეგმა, თუმცა ჩვენ ჯერ პრევენციულმა ზომებმა მოგვცა საშუალება რომ თავიდან აგვეცილებინა მათი სცენარის რეალიზება და შემდეგ უშუალოდ საპოლიციო ძალებმა იმოქმედეს უაღრესად ეფექტიანად და საბოლოო ჯამში თავიდან ავიცილეთ რევოლუციის მეხუთე მცდელობა ამ 4 წლის განმავლობაში. დაგეგმილი იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება ძალადობრივი გზით, ძალადობრივი რევოლუციის გზით, თუმცა ეს სცენარი ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის პრესსპიკერმა ღიად გამოხატა მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Post navigation

Previous: დავით ჩიხელიძე გოგობერიშვილის თვითმკვლელობაზე: წარმოიდგინეთ, რამხელა სიბინძურეზე მიდიან ზოგიერთები, როგორ იყენებენ და უხარიათ ადამიანური ტრაგედია, რაც ნაცების მხრიდან არც პირველია და არც უკანასკნელი
Next: გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა ეს სამარცხვინო ტყუილები და განცხადებები, რასაც ვისმენთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, არ შეიძლება, გებელსისეული პროპაგანდა დაბრუნდეს ევროპაში 40-იანი წლებიდან 80 წლის თავზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.