Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანი ანკარაში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

მარშალ პრესი 08/10/2025
041

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალს თურქეთის დედაქალაქი ანკარა მასპინძლობს. სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებსა და თანამშრომლობის განვითარების გეგმებს სამმხრივ ფორმატში განიხილავენ.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან – იაშარ გიულერთან და გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრები ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს და განცხადებებს გააკეთებენ.

თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი აზერბაიჯანში, თურქეთსა და საქართველოში, როტაციის პრინციპით, ყოველწლიურად იმართება. თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს, მომავალ წელს აზერბაიჯანი უმასპინძლებს.

Post navigation

Previous: როგორც კი ძალადობრივი სცენარი მარცხით სრულდება, პარტიული ხელმძღვანელობა დისტანცირდება უშუალო მონაწილეებისგან, ხოლო მათთან ლოიალური მედია ქმნის ალიბს, რათა შეინარჩუნონ ლიდერების ნაწილი მაინც და თავიდან აიცილონ მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა
Next: „ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნები მოიგო. ოპოზიციამ რომ გაიმარჯვა ეს ფაქტი არ არის – ნიკა ობოლაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.