Skip to content
08/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ჩიხელიძე გოგობერიშვილის თვითმკვლელობაზე: წარმოიდგინეთ, რამხელა სიბინძურეზე მიდიან ზოგიერთები, როგორ იყენებენ და უხარიათ ადამიანური ტრაგედია, რაც ნაცების მხრიდან არც პირველია და არც უკანასკნელი

მარშალ პრესი 08/10/2025
davit chikhelidze

რადგან ნაცები ცდილობენ კითხვის ნიშნები გააჩინონ გოგობერიშვილის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით – ხომ არ იყო ეს მკვლელობა, მათი მორიგი სიბინძურის მხილებისთვის გადავწყვიტე დავწერო ის, რაც უკვე მთელმა ქალაქმა გაიგო – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, გლდანის ციხის ყოფილი უფროსის, დავით გოგობერიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ამ ყველაფრის ფონზე, წარმოიდგინეთ, რამხელა სიბინძურეზე მიდიან ზოგიერთები, როგორ იყენებენ და უხარიათ ადამიანური ტრაგედია, რაც ნაცების მხრიდან არც პირველია და არც უკანასკნელი.

„რადგან ნაცები ცდილობენ კითხვის ნიშნები გააჩინონ გოგობერიშვილის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით – ხომ არ იყო ეს მკვლელობა, მათი მორიგი სიბინძურის მხილებისთვის გადავწყვიტე დავწერო ის, რაც უკვე მთელმა ქალაქმა გაიგო: 1. აწ გარდაცვლილს ძალიან დადებითად და პროფესიონალ კადრად ახასიათებენ. 2. ავტოფარეხი, სადაც მან თავი მოიკლა, ჩაკეტილი იყო შიგნიდან მისივე გასაღებით, რაც მკვლელობის ვერსიას 100%-თ გამორიცხავს. როგორც ჩანს ამ ქმედებით მან თავად არ დატოვა სივრცე სპეკულაციისათვის, იცოდა რა რისი მკადრებლები იყვნენ ტრაგედიაზე დაგეშილი ადამიანები. 3. რაც მთავარია, სამწუხარო რეალობაა ის, რომ მისთვის ეს სუიციდის მესამე თუ მეოთხე მცდელობა იყო. ერთ-ერთი მცდელობის დროს, როდესაც ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, მას დარჩა შრამები სახის ორივე მხარეს, რაც იცოდა მისმა ყველა მეგობარმა თუ ნაცნობმა. ამ ყველაფრის ფონზე, წარმოიდგინეთ, რამხელა სიბინძურეზე მიდიან ზოგიერთები, როგორ იყენებენ და უხარიათ ადამიანური ტრაგედია, რაც ნაცების მხრიდან არც პირველია და არც უკანასკნელი.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, გასული 5 წლის განმავლობაშიც წარმატებით დაიცვა ქვეყანა გარედან თავს მოხვეული ომისა და არეულობის ყველა მცდელობისგან და წარმატებით დაიცავს ქვეყანას მომავალშიც, ეს არის ჩვენი მტკიცე დაპირება ქართული საზოგადოების მიმართ
Next: 5-7 ათასი რადიკალი იყო მისული ხელისუფლების დამხობის აქციაზე, ჰქონდათ კონკრეტული გეგმები, თუმცა ჩვენ ჯერ პრევენციულმა ზომებმა მოგვცა საშუალება, თავიდან აგვეცილებინა მათი სცენარის რეალიზება, შემდეგ უშუალოდ საპოლიციო ძალებმა იმოქმედეს უაღრესად ეფექტიანად, საბოლოო ჯამში თავიდან ავიცილეთ რევოლუციის მეხუთე მცდელობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.