Skip to content
08/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა აშშ-ში გამართულ კიბერსწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

მარშალ პრესი 08/10/2025
1001

აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მიწვევით, კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კიბერსწავლება „Cyber Dawg”-ში.

აღნიშნული სწავლება ჩატარდა ჯორჯიის კიბერინოვაციებისა და სწავლებების ცენტრში და კიბერკრიზისის რეალური იმიტირების გზით, მიზნად ისახავდა კრიტიკული ინფრასტუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

სწავლებაში მონაწილეობას იღებდა აშშ-ის სხვადასხვა სამხედრო თუ სამოქალაქო სამსახური, ისევე როგორც პარტნიორი ქვეყნები. სწავლების სცენარის მიხედვით, თავდაცვითი გუნდების მოვალეობა იყო IT ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ითვალისწინებდა ინციდენტების იდენტიფიცირებას და მათზე შესაბამის რეაგირებას.

კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებისაგან შემდგარმა გუნდმა, ყველაზე მეტი კიბერინციდენტის გამოვლენის შედეგად, სწავლებაზე პირველი ადგილი დაიკავა.

აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, რაც საქართველოს თავდაცვის ძალების სხვა მიმართულებების გაძლიერებასთან ერთად, ხელს უწყობს თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობების ზრდას.

Post navigation

Previous: ეს ადამიანები უკვე დიდი ხანია აღარ ასწავლიან – ისინი ავრცელებენ აზროვნების ერთგვარ შაბლონს, სადაც სამშობლო, სარწმუნოება და ოჯახი “მოძველებული ცნებებია”, სწორედ მათ აუდიტორიებში იძენენ ახალგაზრდები იმ მრწამსს, რომ არაფერს აქვს მყარი საფუძველი
Next: ჟურნალისტად წოდებული მონები შფოთავენ კითხვების დასმას გვიშლიანო – მაგ შფოთვაშიც ხაზარაძე იხდის მეგობრებო და ხაბეიშვილის რევოლუციის ტირაჟირებაშიც ხაზარაძემ გადაიხადა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.