ირაკლი კირკიტაძემ თქვა, რომ მე ამ ბიზნესიდან [შპს “ენკა ჰაუსის” დირექტორობიდან] საერთოდ მივდივარ, აღარც 1500 დოლარი მინდა...
საზოგადოება
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია, რომლის მთავარ თემასაც წარმოადგენს „საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები...
მრავალი წელია, ჩვენს კანონმდებლობაში არის დადგენილი სტანდარტები და არ არსებობდა ამ სტანდარტების აღსრულების მექანიზმი, ის რომ საინფორმაციო გამოშვება უნდა იყოს ობიექტური და ნეიტრალური, ეს არის საერთაშორისო მედია სტანდარტი, რა შუაშია აქ ცენზურა? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული სტანდარტები საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მოქმედებდა, უბრალოდ არ იყო გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმი, რაც, რამდენიმე თვის წინ, პარლამენტმა გაწერა და ამის საფუძველზე განხორციელდა მიმართვა შესაბამისი ორგანოსადმი. „რა შუაშია აქ ცენზურა? ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება ცენზურად. იმისათვის, რომ სწორი კულტურა ჩამოყალიბდეს მედიაში, საჭიროა, დაცული იყოს ობიექტური სტანდარტები. კულტურის უზრუნველყოფა არ არის ცენზურა. ყველამ უნდა იზრუნოს ჩვენს საზოგადოებაში კულტურის ჩამოყალიბებაზე შესაბამისი მიმართულებებით და კონკრეტულად ქართულ მედიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბებაზე,“- განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, კანონი თანაბრად ეხება ყველა მედიასაშუალებას და კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს, ცენზურაზე საუბრის ნაცვლად, შეუძლიათ, მიმართონ შესაბამის ორგანოებს, თუ ფიქრობენ, რომ კონკრეტული ტელევიზიები გარკვეული გამონათქვამებით ობიექტურობის სტანდარტებს არღვევენ. ირაკლი კობახიძის თქმით, ამით ისინი წვლილს შეიტანენ შესაბამისი კულტურის განვითარებაში. „კანონი თანაბრად ეხება ყველა მედიასაშუალებას, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ტელევიზია რა ტერმინებს მიიღებს. მაგალითად, თუ ერთი მიმართულებით გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, მეორე მხარესაც გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, საინფორმაციო გამოშვებებზეა საუბარი. საინფორმაციო გამოშვებაში თუ გამოიყენება, მაგალითად, ტერმინები, როგორიცაა – „რადიკალური ოპოზიცია“, ამ ახალი კანონის მიხედვით ეს ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული. როდესაც პარტია მიმართავს ვინმეს, მას სუბიექტური ინტერესი აქვს, ბუნებრივია. სხვა პარტიებსაც შეუძლიათ, მიმართონ და ეს ხელს შეუწყობს კულტურის ჩამოყალიბებას, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ისაუბრონ ცენზურაზე, რაც ჩვეულებრივი ტყუილია, მათ ასევე უნდა შეიტანონ წვლილი შესაბამისი კულტურის განვითარებაში – თუ მათ მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ტელევიზიები საკუთარი გამონათქვამებით არღვევენ ობიექტურობის სტანდარტებს, მათაც უნდა მიმართონ შესაბამის ორგანოს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც გვარდიის მეთაური,...
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ გავრცელებულ რელიზს ეხმიანება, რომლითაც...
საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით, მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ქალაქ მეხიკოს...
საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით, მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ქალაქ მეხიკოს...
ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი და მისი ცალკეული კოლეგები ვერ აცნობიერებენ, რომ ადგილსამყოფელ ქვეყანაში პარლამენტის თავმჯდომარის წერილებს უნდა უპასუხო...
„როცა ლომაიას ე.წ. რეფორმა ჩატარდა, არა მარტო უნივერსიტეტში, ჩვენთან ინსტიტუტშიც იგივე მდგომარეობა იყო. ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს,...
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის...
„ეს იყო 2006 წლის 19 ივნისი, როდესაც ხუბუამ პირველად შემოიყვანა უნივერსიტეტში პოლიცია. არსებობს ამის კადრები ხელგადაგრეხილი პროფესორები...
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტი განიხილება, ენათმეცნიერმა და...
“ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ეხმიანება გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძის დანიშვნას, რომელიც გენერალური პროკურორის მოვალეობასაც...
„Tbilisi Dry Port გახდება მნიშვნელოვანი რგოლი სატრანსპორტო ჯაჭვში, რომელიც აერთებს დასავლეთ აზიის წარმოებით ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო...
მიღწევები და აღიარებები არის ის, რაც სპორტსმენებს ყველაზე დიდ ბედნიერებას გვანიჭებს, თუმცა როცა საკუთარი ქვეყანა და ხალხი...
ქართველებს გვაქვს ხალხური სიბრძნე” “რასაც დასთეს, იმას მოიმკი.” ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, ერთ წელში საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 17%-ით...
“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევრობარომეტრის კვლევას ეხმიანება, რომლის მიხედვით, ბოლო ერთ წელში ევროკავშირისადმი ნდობა...
ოფიციალურად იხსნება და სრულფასოვან ფუნქციონირებას იწყებს თბილისის მშრალი პორტი – რეგიონში პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო...
