Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის „ქართული ოცნება” – კახა კალაძე

მარშალ პრესი 04/10/2025
kaxa kaladze

მე გავაკეთე ჩემი არჩევანი, პირველი, რა თქმა უნდა, მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს, – განაცხადა თბილისის მერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ.

„ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ქალაქის განვითარება გააგრძელოს, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო, მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ჩვენი დედაქალაქისთვის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თუმცა რჩება გამოწვევები, რჩება პრობლემები. საზოგადოებას საარჩევნო კამპანიისას წარვუდგინეთ კონკრეტული ხედვები, თუ რა პროექტები იქნება განხორციელებული, რა გაკეთდება თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თუნდაც ეკოლოგიური თვალსაზრისთ, ეკო პოლიტიკის მიმართულებით, ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, ახალი პროექტები, რომელიც დედაქალაქში იქნება ტრამვაის და მეტროს სახით, ატრაქციონების პარკი და ა.შ.

ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ძალიან ბევრ პროექტზე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია და რა თქმა უნდა მომდევნო 4 წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ

Continue Reading

Previous: არჩილ ნიჟარაძე: თითოეული მოქალაქის მონაწილეობა არჩევნებში წარმოადგენს დემოკრატიისადმი ერთგულებისა და ხალხის ნების პატივისცემის საუკეთესო გამოხატულებას
Next: საერთაშორისო დამკვირვებელი ლუის უბირე-ეჩებარია აპალატეგი: საქართველო რჩება ერთგული დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისადმი თავისუფალ, უსაფრთხო, სტაბილურ, კონკურენტულ გარემოში, ისევე, როგორც დანარჩენი ევროპის დემოკრატიული ქვეყნები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025