Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იგორ ნარმანია 20 კაცით თავს დაესხა 2 ადამიანს და მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა, რომ თავში არ მოხვედროდა, იმიტომ, რომ „ნაცია“, გამოძიება დაადგენს ყველაფერს, მათ შორის, ვინ იყო მსხვერპლი და ვინ – მოძალადე

მარშალ პრესი 04/10/2025
irakli kobakhidze
იგორ ნარმანია 20 კაცით თავს დაესხა ორ ადამიანს და მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა, რომ თავში არ მოხვედროდა, იმიტომ, რომ „ნაცია“, გამოძიება დაადგენს ყველაფერს, მათ შორის, ვინ იყო მსხვერპლი და ვინ – მოძალადე, ფაქტებით და მტკიცებულებებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც  არჩევანი დააფიქსირა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ყველაფერს ასახავს.
„მოხდა ასეთი რამ, რაც ფაქტებით დასტურდება – ეს ადამიანები იყვნენ მისულები მეტეხის მიმდებარედ, გამოვიდა მესანთლე ქალბატონი ეკლესიის მიმდებარედ და სთხოვა, გადაეყენებინათ მანქანები, რაზეც მათ უპასუხეს შეურაცხყოფით. ორი ადამიანი გამოესარჩლა ამ ქალბატონს და ოცმა კაცმა ორ ადამიანს სცემა. ოცი ორზე იყვნენ. თქვენ ცდილობთ, გაამართლოთ იგორ ნარმანია, რომელიც 20 კაცით თავს დაესხა ორ ადამიანს. მესანთლე ქალბატონი ეუბნებოდა გადააყენეთ მანქანაო, ამაზე შეურაცხყოფა მიაყენა ამ სამარცხვინო „ნაცმა“, რაზეც ორმა კაცმა მოახდინა რეაგირება – მიუთითეს, რომ შეურაცხყოფას ნუ აყენებდნენ ქალს „ნაცები“ და ამაზე 20 კაცი ურტყამდა ორ კაცს, ეს არის ფაქტები. 20 კაცი ორზე იყვნენ და მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა, რომ თავში არ მოხვედროდა, ეგეც კი ვერ მოახერხა, იმიტომ, რომ „ნაცია“. 20 „ნაცი“ ორ მოქალაქეს რომ ურტყამდა, ეს ნორმალურია? ამაზე პასუხი რომ მიიღო, ამაზე შეიძლება სპეკულაციების აგება? გამოძიება დადებს ფაქტებს და მტკიცებულებებს. რამდენი კაცი იყო ერთ მხარეს და რამდენი მეორე მხარეს, ეს დადგინდება მტკიცებულებებით,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: საერთაშორისო დამკვირვებელი: რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი დღეს, ყველგან ორგანიზების უმაღლესი სტანდარტებია. ეს ქვეყანაში დემოკრატიული ცხოვრების კარგ დონეს ადასტურებს
Next: მშვიდად წარიმართება საარჩევნო პროცესი, სწორედ ამ მშვიდი არჩევნების საფუძველზე დამაჯერებლად მოიგებს „ქართული ოცნება“

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025