Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა-ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება

მარშალ პრესი 04/10/2025
mikheil kavelashvili

„გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან, არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა. ვიცით რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, სამწუხაროდ მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და დარწმუნებული ვარ ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა  საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა თითოეულ ადამიანს, ვინც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მონაწილეობას იღებს არჩევნებში მადლობა გადაუხადა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს,  მათ,  ვისაც სწამს ჩვენი სამშობლოსი, ჩვენი სახელმწიფოსი, ვინც იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა,  ყველას მადლობა მინდა გადავუხადო.  დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო, ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა, სამწუხაროდ იყო მძიმე დღები: სამოქალაქო ომი, სამი ომი გადავიტანეთ, დაპირისპირებები, ეს ყველაფერი გავლილია, ჩვენი საზოგადოება ძალიან დაბრძენდა და არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ,  რომ მარტივად გასაკეთებელი არჩევანია. უნდა გვესმოდეს, გავითვალისწინოთ და გავაანალიზოთ, რომ არსებული რეალობა იძლევა იმის შანსს, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გახდეს სტაბილური, მშვიდობიანი და განვითარებული“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Continue Reading

Previous: 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 602 445 ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეშია
Next: საერთაშორისო დამკვირვებელი: ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვით დგინდება, რომ ამომრჩეველი ენდობა წინასაარჩევნო, საარჩევნო და არჩევნების შემდგომ პროცესსაც – რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიყავით, არც ერთი პრობლემა არ გამოვლენილა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025