Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საერთაშორისო დამკვირვებელი ისტვან ჰოლიკი: საარჩევნო სისტემა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალეა. ვფიქრობ, საქართველოს საარჩევნო სისტემა ევროპის უმაღლეს სტანდარტებთან თანხვედრაშია – პროცესი არის უსაფრთხო, გამჭვირვალე და თავისუფალი

მარშალ პრესი 04/10/2025
istvan

მთელი საარჩევნო სისტემა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალეა, – აცხადებს საერთაშორისო დამკვირვებელი, უნგრეთის პარლამენტის წევრი ისტვან ჰოლიკი, რომელიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება. იგი აფასებს ელექტრონული ხმის მიცემის მოწყობილობებსაც.

„მეცხრე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებით, მთელი პროცედურა ძალიან გამჭვირვალეა, პროცესი მაღალი სიზუსტით არის ორგანიზებული. მთელი საარჩევნო სისტემა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალეა. ვფიქრობ, საქართველოს საარჩევნო სისტემა ევროპის უმაღლეს სტანდარტებთან თანხვედრაშია. თუკი ხმის მიცემის ეს ელექტრონული მოწყობილობები კარგად მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წინა არჩევნებზე, ვფიქრობ, ისინი კარგად იმუშავებს ქართველი ხალხისთვისაც. ამ საარჩევნო სისტემით მთელი პროცესი არის უსაფრთხო, გამჭვირვალე და თავისუფალი“, – განაცხადა უნგრეთის პარლამენტის წევრმა.

საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.

Continue Reading

Previous: იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში, 56-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
Next: საერთაშორისო დამკვირვებელი ნორბერტ რევაი-ბერე: შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, თუ როგორ მუშაობს ხმის მიცემის ახალი ელექტრონული სისტემა, რომელიც საკმაოდ სანდოა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025