Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საერთაშორისო დამკვირვებელი ნორბერტ რევაი-ბერე: შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, თუ როგორ მუშაობს ხმის მიცემის ახალი ელექტრონული სისტემა, რომელიც საკმაოდ სანდოა

მარშალ პრესი 04/10/2025
საერთაშორისო დამკვირვებელი ნორბერტ რევაი-ბერე: შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, თუ როგორ მუშაობს ხმის მიცემის ახალი ელექტრონული სისტემა, რომელიც საკმაოდ სანდოა

საერთაშორისო დამკვირვებელი, უნგრეთის ეროვნულ ასამბლეაში საგარეო პოლიტიკის მრჩეველი ნორბერტ რევაი-ბერე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას აფასებს. მისი განცხადებით, ხალხი დილიდან აქტიურობს.

„ვნახეთ საარჩევნო უბნის გახსნა. მე ძალიან გაოგნებული ვარ, რომ დილით ადრე ამდენი ხალხი მოვიდა ხმის მისაცემად. როგორც წესი, ჩემს გამოცდილებაში ამომრჩეველი ცოტა მოგვიანებით მოდის. მათი ნაადრევად მოსვლა მოწმობს, რომ ხალხის მხრიდან არის ხმის მიცემის დიდი ინტერესი, რაც დემოკრატიული პროცესია და მოხარული ვართ ამის ხილვით. შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, თუ როგორ მუშაობს უშუალოდ ხმის მიცემის ახალი ელექტრონული სისტემა, რომელიც საკმაოდ სანდოა“, – განაცხადა დამკვირვებელმა.

საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.

Post navigation

Previous: საერთაშორისო დამკვირვებელი ისტვან ჰოლიკი: საარჩევნო სისტემა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალეა. ვფიქრობ, საქართველოს საარჩევნო სისტემა ევროპის უმაღლეს სტანდარტებთან თანხვედრაშია – პროცესი არის უსაფრთხო, გამჭვირვალე და თავისუფალი
Next: ცრუ ნარატივებს შეეშვას ყველა! „ლელო“ განსაკუთრებით ჩართულია საკუთარი ტელევიზიის მეშვეობით, რომ დაზაფროს გარკვეულად სიტუაცია, მაგრამ არფერი არ გამოსდის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.