ბოლო სიახლე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. ჩვენ გვაქვს შეხვედრები ნატოს შტაბში და ძალიან...
უხერხულობა შეუქმნეს ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, რომელმაც დააჯილდოვა, გამარჯვებულად აღიარა და დააფინანსა გელა მთივლიშვილის ერთ-ერთი სტატია, რომელიც აგებული...
„ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქალბატონ რობერტა მეცოლასთან მქონდა ძალიან მეგობრული შეხვედრა. საქმიანთან ერთად, მეგობრული შეხვედრა. ძალიან პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა ასევე მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო ყველა იმ თემას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებასთან. „ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქალბატონ რობერტა მეცოლასთან მქონდა ძალიან მეგობრული შეხვედრა. საქმიანთან ერთად, მეგობრული შეხვედრა. ძალიან პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა ასევე მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ. მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ გვქონდა პროგრესი კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით. მას მადლობა გადავუხადე და ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებასთან“, – განაცხადა პრემიერმა.
ასოცირების საბჭო იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ძალიან კარგი, დადებითი შეფასებები მოვისმინეთ ჩვენ, არა მხოლოდ ოფიციალურ ნაწილში, არამედ დახურულ რეჟიმში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, იყო პოზიტიური, საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა. „რაც შეეხება ასოცირების საბჭოს, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ძალიან კარგი, დადებითი შეფასებები მოვისმინეთ ჩვენ, არა მხოლოდ ოფიციალურ ნაწილში, არამედ დახურულ რეჟიმში, ამ საბჭოს მიმდინარეობასთან, შინაარსთან დაკავშირებით, მათ შორის,  ბატონი ბორელის მხრიდან. ეს არის რეალურად ის სურათი, რომელიც იყო ამ საბჭოზე. იყო ძალიან პოზიტიური, საქმიანი, პროდუქტიული შეხვედრა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, – განაცხადა პრემიერმა
„სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროინტეგრაციის კუთხით – ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ღრმა და...