Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. “ქართული ქარტიის” შექმნით, რევოლუციური პროცესები დაანონსა

მარშალ პრესი 27/05/2024
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებს ეხმიანება, სადაც საუბარია სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმაზე სახელწოდებით „ქართული ქარტია“, რომელიც ოპოზიციის გაერთიანებას მოიაზრებს.

აბაშიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. “ქართული ქარტიის” შექმნით, რევოლუციური პროცესები დაანონსა. მანვე აღნიშნა, რომ “ნაცლუზერების” ამ ახალ გაერთიანებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს “პოლიტიკური ქატო”.

„არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ფორმალურმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. “ქართული ქარტიის” შექმნით, რევოლუციური პროცესები დააანონსა. კონსტიტუციის არაერთგზის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს აქვს და ექნება აუსრულებელი ნატვრა – ის ვერასდროს გახდება სახელმწიფო მოღვაწე. საზოგადოებასთან დაპირისპირებული ურეიტინგო სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება მაკონსოლიდირებელი ფიგურა. “ნაცლუზერების” ამ ახალ გაერთიანებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს “პოლიტიკური ქატო”, – წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: ნატა ფერაძის ცნობით, მის სახლში გისოსების დამონტაჟება ამერიკამ დააფინანსა
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უწყებებში საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.