Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დაგვეხმარეთ, „ოცნების“ შეშინებულ წევრებს, რომ ამ სიტუაციიდან ამოვიდეთ – გადაარჩინეთ საქართველო! – მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

მარშალ პრესი 27/05/2024
mixeil kavelashvili

„პარლამენტში ვიმყოფებით და კანონის შინაარსში არ შემოვალო, არადა ვეტო დაადეთ კანონს, ვერც გვიხსნით რატომ“, – ასე მიმართა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტო წარადგინა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსში შესვლით, შესაძლოა „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის უფრო ნათელი გახდეს, რატომ არის ეს კანონი პრეზიდენტისთვის მიუღებელი.

„მოგვიწოდებენ ჩვენი პარტნიორები, რომ არ მივიღო ეს კანონი. დაგვეხმარეთ, იქნებ ჩვენ მართლა შეშინებულები ვართ, როგორც რადიკალური ოპოზიცია გვეუბნება. შინაარსში შემოგყვებით და გაგვაგებინეთ, იქნებ მართლა მიუღებელია ეს კანონი. პარლამენტში ვიმყოფებით და კანონის შინაარსში არ შემოვალო, არადა ვეტო დაადეთ კანონს, ვერც გვიხსნით რატომ. დაგვეხმარეთ, „ოცნების“ შეშინებულ წევრებს, რომ ამ სიტუაციიდან ამოვიდეთ. შეგიძლიათ დაგვეხმაროთ? გადაარჩინეთ საქართველო!“, – მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.

Post navigation

Previous: თქვენ არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა არ წარმოგიდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ მოტივირებული შენიშვნები უნდა წარმოგედგინათ – დაჩი ბერაია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს
Next: ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები, დღეს საქართველოში რამე ისეთი ხდება, რაც არ ხდება ამერიკაში ან სხვა ქვეყანაში?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.