Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაა ჩვენი ოპონენტების განცხადებები, რომ თუ „გამჭვირვალობის კანონს“ მივიღებთ, შესაძლოა, არაღიარების პოლიტიკას ჩრდილი მიადგეს

მარშალ პრესი 27/05/2024
dimitri khundadze

„მოღალატეობრივი მსჯელობა“ უწოდა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ საკითხის იმდაგვარად წარმოჩენას, რომ თითქოს „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით, საფრთხე ემუქრება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.

როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მსგავსი რამის თავში გავლებაც კი წარმოუდგენელია. ესეც რომ არა, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ამდაგვარი მიდგომა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიმართ შეურაცხმყოფელია, ვინაიდან საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ოპონენტები, თითქოს დასავლეთის ღირებულებების დაცვით, რუსეთის ინტერესების წისქვილზე ასხამენ წყალს. დღეს იყო ნათელი მაგალითი ამის – თურმე, თუ „გამჭვირვალობის კანონს“ მივიღებთ, შესაძლოა, დასავლეთის მხრიდან აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკას ჩრდილი მიადგეს, ანუ იგულისხმება რა – შესაძლოა დასავლეთმა აღიაროს აფხაზეთი და ცხინვალი. რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი მსჯელობა, მსგავსი რამის თავში გავლებაც კი წარმოუდგენელია და ამავე დროს არის თავად დასავლელი პარტნიორებისათვის შეურაცხყოფის მიყენება,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: მეორდება ისტორია, 2020-დან 2024 წლამდე რადიკალურმა ოპოზიციამ განვლო გზა “შალიკოს ფანჩატურიდან” “სალომეს ფანჩატურამდე” ისე, რომ პოლიტიკურად და მორალურად ერთი მილიმეტრითაც კი ვერ წაიწია, ან კი სად აქვთ ამის რესურსი
Next: ეს ხალხი აუცილებლად დაინახავს, რომ ჩვენ გავალთ სამშვიდობოს, მშვიდობაც გვექნება, ეკონომიკური წინსვლაც და ევროკავშირშიც ვიქნებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.