Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დარწმუნებული ვარ, სწორედ მისი ხელმძღვანელი, მოღალატე გახარია იქნება პირველი, ვინც ამას ჩვენი პარტნიორებისგან მოითხოვს

მარშალ პრესი 27/05/2024
sozar subari

„ოპოზიცია ბრიუსელში დარბოდა, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო – ამაში ერთმანეთი ამხილეს“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო წარადგინა.

სუბარმა პარტია “საქართველოსთვის” წევრ მიხეილ დაუშვილს მიმართა და მის მიერ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე პასუხად საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოღალატე უწოდა.

„სანამ ბოდიშს მოიხდით და რა თქმა უნდა, ბოდიშს არ მოიხდით – როგორც ეს ოპოზიცია დარბოდა ბრიუსელში, რომ საქართველოს არ მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი (შემდეგ ამაში ერთმანეთი ამხილეს), დარწმუნებული იყავით, რომ ზუსტად ასე დარბიან დღეს, რათა ეს მძიმე განცხადებები გააკეთებინონ, რაც დღეს აქ მოვისმინეთ და სწორედ მისი ხელმძღვანელი, მოღალატე გახარია იქნება პირველი, ვინც ამას ჩვენი პარტნიორებისგან ითხოვს – ეს არის ამათი მოღალატეობის კიდევ ერთი დადასტურება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მიმართა კითხვით: „ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას“

Post navigation

Previous: ოპოზიციამ დაგეგმილ რევოლუციაზე, ხელისუფლებისგან მიიღო რევოლუციური კანონი. ცვლილებები აუცილებლად იქნება, ოღონდ პირიქით
Next: პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, კანონის განხილვაში არ შემოვალო. მდაა, რა „ფრუქტიც” სალომეა, ისეთივე მდივანი ჰყოლია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.