Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილმა PACE-ს (საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

მარშალ პრესი 27/05/2024
436616807_3319062048399090_5421866627409797649_n

დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში, საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ეკა სეფაშვილმა PACE-ს კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

ეკა სეფაშვილი მონაწილეობდა კომიტეტის განხილვებში ისეთ ანგარიშებზე, როგორიც არის „პროპაგანდა და ინფორმაციის თავისუფლება ევროპაში“, „მეტავერსის რისკები და შესაძლებლობები“ და „კულტურული იდენტობის წაშლის წინააღმდეგ ბრძოლა ომსა და მშვიდობაში“

. თავის გამოსვლაში ეკა სეფაშვილმა აღნიშნა რომ, აუცილებელია შემუშავდეს ქმედითი რეგულაციები, რომელიც გამოხატვის თავისუფლებასა და დეზინფორმაციას შორის არსებულ მყიფე საზღვარს გახდის უფრო მკაფიოს და შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოებს ეფექტურად იბრძოლონ დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რაც მოსახლეობის უკეთესად ინფორმირების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის შეხვედრა გახსნა დანიის კულტურის მინისტრმა იაკობ ენგელ-შმიდტმა.

Post navigation

Previous: პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, კანონის განხილვაში არ შემოვალო. მდაა, რა „ფრუქტიც” სალომეა, ისეთივე მდივანი ჰყოლია
Next: თქვენ არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა არ წარმოგიდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ მოტივირებული შენიშვნები უნდა წარმოგედგინათ – დაჩი ბერაია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.