
ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის გამოსვლას ეხმაურება.
„ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი ისე შემეცოდა, რომ დაცინვაც არ მომინდა კაცმა მუხლებში არ შემოგყვებითო და არ ვაპირებ კანონზე საუბარსო მგონი მაგას მოატყუეს ფიზკულტურაზე გიშვებთო და იურიდიულ კომიტეტში აღმოჩნდა საკანონმდებლო ორგანოში, კანონზე ნუ მასაუბრებთო ვახ… ბიჭო, ბიჭოოო არა ნუ, მაგ კანონის მიღებით იმდენ ვინმეს ეკეტება ქვეყნის დაზიანებისთვის გამოყოფილი თანხების წყაროები, რომ უკვე გააფრინეს ბოლომდე… კანონზე ნუ მასაუბრებთო თქვა კაცმა, რომლის მიღებაზე უარს იძახის უარს იძახის, ოღონდ მიზეზს ვერ გეტყვითო, არ ვიციო და აუ სალია, მაგ კაცის ცოდვა არ გაგახარებს შენ ეს რა დღეში ჩააგდე ცაკალელი..“, – წერს ირაკლი ლატარია.