ჩვენ არც ერთ იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირს არ მივცემთ უფლებას, რომ გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის  ავლისთვის, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია ჩვენს პარტნიორებთან და მინდა, ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემაზე დასრულდეს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების პრინციპული პოზიცია. „მინდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების პრინციპული პოზიცია – საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არც ერთი სანქცირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის არა ლეგალურ, უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე,“- აღნიშნა პრემიერმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მეგი გოცირიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა და მის 5000-მდე მეგობარს მიმართა, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად...
არესტოვოჩის ყველა განცხადება პოლიტიკური ავანტიურისტის განცხადებაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი...
აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან....