Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი ნატოს სამიტზე: იმედი მაქვს, რომ იქნება არა ორაზროვანი ან ბუნდოვანი, არამედ უფრო მკაფიო ჩანაწერი

მარშალ პრესი 28/06/2022
ალეკო ელისაშვილი

იმედი მაქვს, რომ იქნება არა ორაზროვანი ან ბუნდოვანი, არამედ უფრო მკაფიო ჩანაწერი, – ასეთია დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მოლოდინი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ნატოს სამიტისგან.

„იმედი მაქვს, რომ იქნება არა ორაზროვანი ან ბუნდოვანი, არამედ უფრო მკაფიო ჩანაწერი. მაქვს მოლოდინი, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით იქნება კონკრეტული პროგრამები, რაც ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის იქნება ძალიან კარგი“, – აცხადებს ელისაშვილი.

ნატოს მადრიდის სამიტის წინ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოსთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცება დააანონსა, თუმცა ჯერ კონკრეტული დეტალები უცნობია. მადრიდის სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობს.

Post navigation

Previous: „სირცხვილიას“ დაანონსებულ აქციაზე დასწრებისკენ რეგიონებში მოსახლეობას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მოუწოდებენ
Next: კარლ ჰარცელი: მოხარული ვარ სამართალდამცველებისა და „თბილისი პრაიდის“ თანამშრომლობით, მივესალმები შსს-ს განცხადებასაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.