Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: მოხარული ვარ სამართალდამცველებისა და „თბილისი პრაიდის“ თანამშრომლობით, მივესალმები შსს-ს განცხადებასაც

მარშალ პრესი 28/06/2022
კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელი „თბილის პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას მიესალმება. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კლუბ „ხიდში“ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიების დასრულების შემდეგ ​ განაცხადა.

„შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს ყველასთვის, ასევე დაცული უნდა იყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება. მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობას აქვს ადგილი სამართალდამცველებსა და „თბილისი პრაიდს“ შორის. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასაც მივესალმები ამ კვირაში პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფასა და სათანადო ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჰარცელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უწყების წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან ღონისძიების ორგანიზატორებთან.

Post navigation

Previous: ალეკო ელისაშვილი ნატოს სამიტზე: იმედი მაქვს, რომ იქნება არა ორაზროვანი ან ბუნდოვანი, არამედ უფრო მკაფიო ჩანაწერი
Next: მამუკა მდინარაძე: ევროკომისიის მიერ რეკომენდებული 12 პუნქტის შესრულების შესახებ ვიმსჯელეთ – უახლოეს დღეებში დეტალურად გავწერთ, პასუხისმგებელ სუბიექტებს, პირებს, ვადებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.