Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი – შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

მარშალ პრესი 28/06/2022

არის საკითხები, რომლებიც გაჟღერდება ხვალ. ამ საკითხებზეც გვექნება მსჯელობა, მივაწოდებთ, რომ იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ სიმართლე, თუ დღეს საქართველოში რა ვითარებაა და რა მდგომარეობაა, რომ გვქონდეს საერთო აზრი, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც “ქართული ოცნება” და საპარლამენტო თანამდებობა დღეს დატოვა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ მათ ექნებათ მეტი საშუალება, საზოგადოებას სიმართლე მიაწოდონ ისე, რომ ამით “ქართული ოცნება” არ დააზიანონ.

“ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი აზრით, არასაკმარისად მიეწოდება ის სიმართლე, რომელიც აუცილებელია მათ იცოდნენ და ჩვენ, სამმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, რომ ამ სახით შეგვიძლია უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”. არის საკითხები, რომლებიც გაჟღერდება ხვალ, ამ საკითხებზეც გვექნება მსჯელობა, მივაწოდებთ, რომ იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ სიმართლე, თუ დღეს საქართველოში რა ვითარებაა და რა მდგომარეობაა, რომ გვქონდეს საერთო აზრი, მითუმეტეს ჩვენს ამომრჩეველთან.

ჩვენ ვთვლით, რომ რიგ საკითხებში მანამდეც გვქონდა დისკომფორტი, რომ საჭიროა, მეტი ინფორმაცია იცოდეს საზოგადოებამ, მაგალითად – არის უამრავ თემებში, ამ 12 პუნქტთან, ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან, ევროკომისიასთან ურთიერთობები, [“ქართული ოცნება”] მმართველი ძალაა და უნდა გააგრძელოს და ჩვენ გვექნება ამისი თავისუფლება, რომ საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია “ქართულ ოცნებას”, ფრაქციას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შექმნან.

Post navigation

Previous: დიმიტრი ხუნდაძე – „ქართულ ოცნებასთან“ არავითარი ღირებულებითი აზრთასხვადასხვაობა არ გვაქვს, პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე
Next: სოზარ სუბარი – თუკი ახდა მათი განწყობა, ვისაც ომში ჩართვა უნდა, მაშინ ყველაფერი განზე დაგვრჩება, ამიტომ, ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს უფრო მეტი სიმართლე, ვიდრე ამის საშუალებას იძლევა ის, როცა მმართველი გუნდის წევრი ხარ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.