ბოლო სიახლე

კანდიდატ ქვეყნებს შორის ჩვენი ლიდერობა არის აბსოლუტურად ეჭვგარეშე, ამას ამტკიცებს ყველა ფაქტი და ყველა ობიექტური რეიტინგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ , მთავრობების ფუქციონირების გლობალური შეფასების ინდექსის კომენტირებისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყველა რეიტინგით არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს. „რომ შევადაროთ საქართველო კანდიდატ ქვეყნებს, ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ აბსოლუტური მოწინავე და არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის. ყველა პარამეტრით, ყველა ინდექსით, ყველა რეიტინგით ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ვუსწრებთ. ეს არის საერთო მდგომარეობა, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, არის ლიდერი. კანდიდატ ქვეყნებს შორის ჩვენი ლიდერობა არის აბსოლუტურად ეჭვგარეშე. ამას ამტკიცებს ყველა ფაქტი და ყველა ობიექტური რეიტინგი “, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მთავრობის მეთაურს...
ევროკომისიის მიერ გავრცელებული „ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიში ცხადყოფს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს: მიუხედავად პოლიტიკური შეტევებისა და კრიტიკისა, არჩეულ...
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით, ქვიშის...