Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც წუთების და წამების სიზუსტით იქნა გაშიფრული სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციების გამოყენებითა და საშუალებით კომუნიკაცია კონკრეტულ ჯგუფსა და ბატონ ახალაიას შორის

მარშალ პრესი 26/12/2025
irakli kircxalia

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც წუთების და წამების სიზუსტით იქნა გაშიფრული სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციების გამოყენებითა და საშუალებით კომუნიკაცია იმ კონკრეტულ ჯგუფსა და ბატონ ახალაიას შორის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის საქმეზე ბაჩანა ახალაიას დაკავების თაობაზე საუბრისას.

ირაკლი კირცხალია მადლობას უხდის ყველა საგამოძიებო სტრუქტურას ჩატარებული უპრეცედენტო გამოძიებისთვის.

„წამების და წუთების სიზუსტით, ეს მართლაც უპრეცედენტოა ქართულ საგამოძიებო სივრცეში და ასევე ურთულესი ოპერაცია და გამოძიება მსოფლიო მასშტაბით, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, განსაკუთრებით იმ ხალხმა ვინც ოდნავ მაინც ერკვევა, თუ რაოდენ რთულია, როდესაც ინტერნეტ აპლიკაციას და დახურულ ქსელეს ეხება გამოძიება, ამ თემის ასე გაშიფვრა.

საზოგადოებამ კარგად მოვისმინეთ სუს-ის ბრიფინგი, თუ როგორ ემთხვევა დროში, პირდაპირ ეთერში უყურებდა საზოგადოება 4 ოქტომბერს იმ „რევოლუციის“, „ქვეყნის დამხობის დაანონსებულ “ სცენარს. როგორ წუთებით და წამებით იმ ჯგუფის წევრებთან, რომლებიც დღეს არიან დაკავებულნი ამ ბრალდებით, თუ როგორი კომუნიკაცია იყო ამ ყველაფრის მთავარ ორგანიზატორთან. ეს გამოძიებამ ძალიან ნათლად ასახა.
მინდა მადლობა გადავუხადო საგამოძიებო სტრუქტურას, ყველას, ვინც იყო ჩართული ამ უმნიშვნელოვანეს გამოძიებაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, მართლაც, უპრეცედენტო და ურთულესი გამოძიება ჩატარდა მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც საქმე ეხება ასეთი დონის, ტექნიკურად ასეთი რთული გამოძიების ჩატარებას,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კირცხალიამ გაიხსენა საგამოძიებო უწყებაში ახალაიას და მისი თანამოაზრეების გამოკითხვის შემდეგ გაკეთებული კომენტარები და განაცხადა, რომ სწორედ ეს არის მათი მორალური სახე.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რატომ ხდებოდა კონსპირაციულ შეკრებები ბატონი ახალაიას სახლში. რატომ იყო მისის მეუღლე ორი თვით ადრე დაკავებული „რევოლუციური სცენარის“ კამპანიით და ყველას კარგად გვახსოვს პირველ გამოკითხვაზე რომ იყვნენ დაბარებულები რა კომენტარები გააკეთეს სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, რომ თურმე 4 ოქტომბერს იქ ძალადობა არ უნახავთ. ასეთ უტიფრობას როდესაც შენ რამდენიმე დღეში პირდაპირ ეთერში საგამოძიებო უწყებიდან გამოსულია სეტ განცხადებას აკეთებ ეს მეტყველებს მათ მორალურ სახეზე. ასე რომ კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა საგამოძიებო სტრუქტურებს, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება დაიდო ამ თემასთან დაკავშირებით. დარწმუნებული იყოს თითოეული მათგანი ვისაც ამ დესტრუქციაში ოდნავი წვლილი მაინც აქვს შეტანილი იმ უბინძურეს სცენარში, რომელიც ხორციელდებოდა ბატონი ახალაიას თამადობით, ყველა აგებს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით პასუხს“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს
Next: ცოტნე ივანიშვილი – ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, რადგან ჯანსაღ დისკუსიაში, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.