Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცოტნე ივანიშვილი – ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, რადგან ჯანსაღ დისკუსიაში, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც

მარშალ პრესი 26/12/2025
cotne

პირველ რიგში, მინდა, რომ ვარლამ ლიპარტელიანს მივულოცო. მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ცოტნე ივანიშვილის თქმით, მათ შორის, ახალგაზრდებმა უნდა იზრუნონ ქვეყანაზე.

მანვე სრულიად საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. „ძალიან უნდა ფასდებოდეს მკაფიოდ ახალგაზრდებში განათლება, შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება, მონდომება და ასეთი მომავლის მშენებლობის სურვილი და მოტივაცია. ზუსტად აქედან გამომდინარე, მე პირადად, ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, რადგან ჯანსაღ დისკუსიაში, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც. ჩემს გარშემო ძალიან ბევრ მეგობარს, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, თანატოლს ვხედავ, ვინც არის ძალიან მოტივირებული, ვინც ძალიან ბევრს შრომობს საკუთარ მომავალზე და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ ახალგაზრდას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო და ჩემი აზრით, ამ ყველაფერს გარკვეულწილად პასუხისმგებლობაც მოსდევს იმიტომ, რომ ჩვენ თუ არ ვიზნუნეთ ჩვენს ქვეყანაზე, სხვანაირად ნათელ მომავალზეც ვერ ვიზრუნებთ. მოგილოცავთ დამდეგ შობა- ახალ წელს. ვულოცავ სრულიად საქართველოს, მრავალს დაესწარით, დიდი მადლობა“- განაცხადა ცოტნე ივანიშილმა.

Post navigation

Previous: ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც წუთების და წამების სიზუსტით იქნა გაშიფრული სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციების გამოყენებითა და საშუალებით კომუნიკაცია კონკრეტულ ჯგუფსა და ბატონ ახალაიას შორის
Next: ირაკლი კირცხალია სურსათის ფასებზე: ინკლუზიურად ვიმუშავებთ სახელმწიფოს ყველა შტო, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნას აღმოფხვრილი- რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რაოდენ პოპულიზმით იყვნენ დაკავებულები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.