Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მე-4 ქვეით ბრიგადაში სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

მარშალ პრესი 26/12/2025
1005

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების ქვედანაყოფებში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად, საახალწლო დღესასწაული ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში აღინიშნა. დამდეგი შობა-ახალი წელი მოქმედი, დაჭრილი და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ მიულოცეს.

სტუმრების საახალწლო განწყობაზე ანიმატორებმა, ზღაპრის გმირებმა, თოვლის ბაბუამ და მომღერლებმა იზრუნეს. ბავშვები სხვადასხვა გასართობ აქტივობაში ჩაერთნენ და ღონისძიების ბოლოს საჩუქრებიც მიიღეს.

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები სამხედრო ბაზებზე ტრადიციად იქცა და უკვე მეორე წელია მასშტაბურად აღინიშნება. ღონისძიებები უკვე ჩატარდა გორში, ქუთაისსა და სენაკში მდებარე სამხედრო ბაზებზე. საახალწლო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება კი, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართება.

 

Post navigation

Previous: ოპოზიციურ სივრცეში გაჟღერებული მოსაზრებები, თითქოს საქართველოში სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასები დღგ-ს 18%-იანი განაკვეთის შედეგია, არ შეესაბამება ეკონომიკურ რეალობას
Next: მამუკა მდინარაძემ ბევრი კრიმინალური საქმე გახსნა და იმდენი საფრთხე აარიდა ქვეყანას ამ მოკლე ხანში, რაც დანიშნულია, რომ მაიორის კი არა, გენერლის წოდება ეკუთვნის!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.