Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია სურსათის ფასებზე: ინკლუზიურად ვიმუშავებთ სახელმწიფოს ყველა შტო, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნას აღმოფხვრილი- რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რაოდენ პოპულიზმით იყვნენ დაკავებულები

მარშალ პრესი 26/12/2025
irakli kircxalia1

როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ვალდებული ვართ, მაქსიმუმი გავაკეთოთ. ძალიან კომპლექსური საკითხია და ინკლუზიურად ვიმუშავებთ სახელმწიფოს ყველა შტო, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნას აღმოფხვრილი – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივასთან დაკავშირებით, სურსათის ფასების შემცირებაზე.

კირცხალიამ პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით ოპოზიციის გამოხმაურებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ არა საზოგადოების პრობლემები, არამედ მხოლოდ მათი ვიწრო მერკანტილური თუ თავიანთი აგენტურული პოლიტიკური ვნებები და მიზნები აინტერესებთ.

„მინდა გამოვეხმაურო ბატონი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომ შეიქმნას კომისია. ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა. საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, მინდა პირობა მივცე ჩვენს საზოგადოებას და პრემიერ-მინისტრს, რომ პირველი საკითხი იქნება ამ კომისიის შექმნა. და ამ კომისიაში ჩვენი საზოგადოება ნათლად დაინახავს და მოისმენს თუ რა გამოწვევები არის არარეალურად მაღალი ფასნამატების ირგვლივ.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით- კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ რეალურ მიზნებზე. ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის შემდეგ და იმის შიშით, ვინც არაკეთილსინდისიერად იქცევა, ვნახეთ მათი რეალური სახე. ამ წლების მანძილზე მათი მხრიდან ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდებოდა ფასებთან დაკავშირებით, სრულიად პოპულიზმზე იყო აგებული. ამ მოღალატეების განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მათ რეალურად არ აინტერესებთ საზოგადოების პრობლემები, არ აინტერესებთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე საკითხები, მათ აინტერესებთ ერთი- მხოლოდ და მხოლოდ მათი ვიწრო მერკანტილური თუ თავიანთი აგენტურული პოლიტიკური ვნებები და მიზნები. ასე რომ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რაოდენ პოპულიზმით იყვნენ დაკავებულები მას შემდეგ, როდესაც ინიციატივიდან ერთ წუთში დადგნენ მაღალი ფასების მხარეს. დადგნენ იმის მხარეს, რაზეც სრულიად პოპულისტურად სპეკულირებდნენ თვეების მანძილზე ამ საკითხთან დაკავშირებით“- აღნიშნა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: ცოტნე ივანიშვილი – ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, რადგან ჯანსაღ დისკუსიაში, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც
Next: ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, მზადაა, ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გარდამტეხი ცვლილებების განსახორციელებლად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.