Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვატო შაქარიშვილი ახალაიას ცოლის განცხადებაზე: ჰგონია, რომ საშინელებას ამბობს, ამ დროს საკუთარ ქმარს ამხელს ბოლომდე, რა არაკაციც არის – ბაჩომ ცოლი გაწირა და ისევ სუსმა ინამუსა

მარშალ პრესი 26/12/2025
vato

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებას აფასებს, რომლის თქმითაც, ახალაიების ოჯახის ახლობელ ზვიად გაგუას სუს-ში განუცხადეს, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, სხვა შემთხვევაში, ბავშვები ორივე მშობლის გარეშე დარჩებოდნენ. შაქარიშვილის თქმით, ნადარეიშვილის ეს განცხადება ადასტურებს, რომ ბაჩო ახალაიამ ცოლი პატიმრობისთვის გასწირა და ისევ სუს-მა ინამუსა და გაათავისუფლა.

“ისეთი გონებაჩლუნგები არიან, ვერც ხვდებიან გუშინდელ ამბავს უფრო ამძაფრებენ იმის შესახებ, რომ ბაჩომ ცოლი გაწირა და ისევ სუსმა ინამუსა, ცოლიც და ქმარიც ორივე ერთდრულად ციხეში რომ არ მოხვედრილიყო. გამოდის, გაგუასაც ამაზე ელაპარაკებოდნენ, იქნებ შენ მაინც დაწერო, რომ მარტო იყო ბაჩო და მისი ცოლი არაფერ შუაშიაო. ნადარეიშვილი ამას ყვება, და ჰგონია, რომ საშინელებას ამბობს, ამ დროს საკუთარ ქმარს ამხელს ბოლომდე რა არაკაციც არის!” – წერს ვატო შაქარიშვილი.

Post navigation

Previous: ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, მზადაა, ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გარდამტეხი ცვლილებების განსახორციელებლად
Next: ახალგაზრდული მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგანაც, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გრძელვადიანი წარმატების გზა, სწორედ ძლიერ, მყარ, აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე გადის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.