ბოლო სიახლე

ოპოზიცია არის დაშლილი, დასუსტებული და ეს ყველაფერი აისახება იმ კონფლიქტებში, რომლებსაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, – ამის...
ჩვენ გვჭირდება მუდმივად განახლება კვალიფიციური რესურსის საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროგრამა ძალიან ბევრ ახალგაზრდას კურსდამთავრებულს მისცემს იმის საშუალებას, რომ წარმატებით დაიწყოს კარიერა და განავითაროს საკუთარი კარიერა საჯარო სამსახურში.  „ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ზოგადად ახალგაზრდების დასაქმება, კურსდამთავრებულთა დასაქმება და მათ შორის, განსაკუთრებით მათი დასაქმება საჯარო სექტორში. ჩვენ გვჭირდება მუდმივად განახლება კვალიფიციური რესურსის საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. რამდენიმე წელია, ეს პროგრამა მოქმედებს. თავიდან დავიწყეთ საპილოტე რეჟიმში და ახლა გრძელდება წარმატებით ეს პროგრამა. დარწმუნებული ვარ, ეს პროგრამა ძალიან ბევრ ახალგაზრდას კურსდამთავრებულს მისცემს იმის საშუალებას, რომ წარმატებით დაიწყოს კარიერა და განავითაროს საკუთარი კარიერა საჯარო სამსახურში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების...
მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. შესაბამისი განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო...
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში უცხოური ინვესტიციების შესახებ რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს...