Skip to content
28/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი კახიანი: საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის, სამართლებრივი კონტრარგუმენტი ჩვენი სარჩელის მიმართ ჩვენ ვერ მოვისმინეთ

მარშალ პრესი 27/10/2026
giorgi kaxiani

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციას სარჩელთან დაკავშირებით არანაირი სამართლებრივი კონტრარგუმენტი არ აქვს.

მისი თქმით, ნაცვლად საპასუხო არგუმენტებისა, მათ ტრიბუნა ისევ პოპულიზმისა და საკუთარი ხელისუფლების „სიკეთეებზე“ საუბრისთვის გამოიყენეს.

„გუშინდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“, ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისაუბრა მათ პოზიციაზე , ჩვენთვის სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო მათი პოზიციის მოსმენა, იმიტომ რომ აქამდე არ ვიცოდით რა სამართლებრივი კონტრარგუმენტები ჰქონდათ ჩვენს სარჩელთან მიმართებით , და ნუ რაღაც გარკვეული მოლოდინი გვქონდა, რომ რაღაცას მაინც იტყოდნენ სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის, ისაუბრეს იმაზე თუ რა კარგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება და რამდენი, რაღაც სიკეთე მოუტანა მან ჩვენს ქვეყანას, ამის იქით რაიმე სამართლებრივი კონტრარგუმენტი ჩვენი სარჩელის მიმართ ჩვენ ვერ მოვისმინეთ, ეს კითხვები სასამართლოსაც გაუჩნდა და შეეცადა სასამართლოც, რომ იქნებ მხარეს დაეზუსტებინა კონკრეტულად რა სამართლებრივ კონტრარგუმენტებზე მიუთითებს, მაგრამ როგორც ჩანს ასეთი კონტრარგუმენტები არ აქვთ, ამიტომ ვერც მოვისმინეთ, დღეს არიან კიდევ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დარჩენილი , მათი ყურადღებით მოვუსმენთ რას იტყვიან, მაგრამ როგორც ჩანს ნაციონალურ მოძრაობას კონტრარგუმენტები არ გააჩნია.“- განაცხადა გიორგი კახიანმა.

Post navigation

Previous: მიხეილ სააკაშვილი: როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე
Next: თორნიკე ჭეიშვილი: მოპასუხე მხარე ცდილობს, დააკნინოს საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რაც იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, რომელთა ისტორიები ასახულია დოკუმენტში
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.