Skip to content
28/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ტყუილია ანა წითლიძის განცხადება, თითქოს დანაშაულისგან არგამიჯვნა სამართლებრივი აბსურდია

მარშალ პრესი 27/10/2026
ARCHIL GORDULADZE12

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ,არჩილ გორდულაძე ანა წითლიძის პოზიციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს ძალადობრივი ქმედებებისგან არგამიჯვნა სამართლებრივი აბსურდია, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარი პრაქტიკით (მათ შორის Refah-ისა და batasuna-ს საქმეებზე), პარტიის ან მისი წევრების მიერ ძალადობისგან მყისიერად არგამიჯვნა სრულად შეერაცხება პოლიტიკურ ძალას და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს.

“ტყუილია, რომ დანაშაულისგან არგამიჯვნა სამართლებრივი აბსურდია.
სინამდვილეში: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მათ შორის, Refah-ისა და batasuna-ს საქმეში, ერთი პარტიის მიერ, მეორე პარტიის ძალადობრივი ქმედებებისგან არგამიჯვნა, ასევე პოლიტიკური პარტიის მიერ ,თავისი წევრების ძალადობრივი ქმედებებისგან მყისიერად არგამიჯვნა, სრულად შეერაცხება იმ პარტიას, რომელიც უარს აცხადებს გამიჯვნაზე. შესაბამისად, არგამიჯვნა კონკრეტული სამართლებრივი შედეგების მომტანია.”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე: უკრაინაში ბოლო 3 წელიწადში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვაში აიკრძალა 8 პარტია, ევროპაში ბოლო ათწლეულებში აიკრძალა 150 პარტია. არ გამოვა, რომ იქ პარტიების აკრძალვა დემოკრატიის წინსვლა იყოს და საქართველოში – უკუსვლა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ წესრიგს!
Next: არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს „ქართულ ოცნებას“ პარტიების გაუქმება პოლიტიკური თანამშრომლობის გამო სურს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.