Skip to content
28/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გია აბაშიძე: ანი წითლიძე უნამუსოდ აცხადებს, იური ვაზაგაშვილი „აფეთქდაო“- თითქოს უბედური შემთხვევა ყოფილიყოს და არა შვილის საფლავზე მომხდარი უმძიმესი ტრაგედია. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გია სოსანაშვილია მსჯავრდებული, რომელიც ნაცრეჟიმის ერთ-ერთი ჯალათია

მარშალ პრესი 27/10/2026
gia abashidze

ანი წითლიძე უნამუსოდ აცხადებს, იური ვაზაგაშვილი „აფეთქდაო“ – თითქოს უბედური შემთხვევა ყოფილიყოს და არა შვილის საფლავზე მომხდარი უმძიმესი ტრაგედია. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გია სოსანაშვილია მსჯავრდებული, რომელიც ნაცრეჟიმის ერთ-ერთი ჯალათია – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძე აღნიშნავს, რომ როცა სისხლიან წარსულზე საუბარი უწევთ, სააკაშვილის პოლიტიკური ზონდერების პროპაგანდაც უცვლელია- ფაქტების მიჩქმალვა, პასუხისმგებლობისგან გაქცევა და საზოგადოების შეურაცხყოფა.

მისივე თქმით, ვერანაირი პოლიტიკური ცინიზმი ვერ გააქრობს წარსულს, ვერ გაამართლებს დანაშაულს და ვერ გააუქმებს პასუხისმგებლობას.

„საკონსტიტუციო სასამართლოში ავადსახსენებელი „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები საკუთარი შავბნელი წარსულის გადაფარვას კვლავ უტიფრად ცდილობენ.
ანი წითლიძე უნამუსოდ აცხადებს, იური ვაზაგაშვილი „აფეთქდაო“ – თითქოს უბედური შემთხვევა ყოფილიყოს და არა შვილის საფლავზე მომხდარი უმძიმესი ტრაგედია. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გია სოსანაშვილია მსჯავრდებული, რომელიც ნაცრეჟიმის ერთ-ერთი ჯალათია.
როცა სისხლიან წარსულზე საუბარი უწევთ, სააკაშვილის პოლიტიკური ზონდერების პროპაგანდაც უცვლელია – ფაქტების მიჩქმალვა, პასუხისმგებლობისგან გაქცევა და საზოგადოების შეურაცხყოფა.

ეს კიდევ ერთი საფუძველია, რატომ უნდა დადგეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების საქმიანობის კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის საკითხი უმკაცრესი სამართლებრივი შეფასების წინაშე.

ვერანაირი პოლიტიკური ცინიზმი ვერ გააქრობს წარსულს, ვერ გაამართლებს დანაშაულს და ვერ გააუქმებს პასუხისმგებლობას.
ნაცასაპიტებო, ისტორიის გადაწერას შეეშვით – სიმართლეს თქვენი ბინძური მანიპულაციები ვერ შეცვლის!“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე: „პირდაპირი აღიარება მოვისმინეთ მკვლელობასთან დაკავშირებით“
Next: ლადო სადღობელაშვილი წითლიძეს: კი არ აფეთქდა, ააფეთქეთ! დიახ თქვენ ააფეთქეთ! დაგეგმეთ და ააფეთქეთ! იური ვაზაგაშვილს რომ ემხილეთ არ გინდოდათ და მოკალით, მოკალით ისე როგორც მოკალით ათასობით! ეს თქვენი ხელწერაა აფეთქება, წამება, გაუპატიურება
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.