Skip to content
28/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს „ქართულ ოცნებას“ პარტიების გაუქმება პოლიტიკური თანამშრომლობის გამო სურს

მარშალ პრესი 27/10/2026
archil gorduladze

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პოლიტიკური თანამშრომლობის გამო ხდება, ტყუილია.

მისი თქმით, პარტიებს პოლიტიკურ თანამშრომლობას არ ედავებიან — საქმე ეხება თანამშრომლობას ქვეყნისთვის საზიანო და არაკონსტიტუციურ ქმედებებში. გორდულაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად კონსტიტუციით დაცული პოლიტიკური თანამშრომლობისა, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო საქმეში თანამშრომლობა პარტიის აკრძალვის საფუძველია.

“ტყუილია, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პარტიების გაუქმება მათი პოლიტიკური თანამშრომლობის გამო სურს.
სინამდვილეში: სარჩელში მითითებულ პარტიებს ჩვენ პოლიტიკურ თანამშრომლობას არ ვედავებით. სარჩელში მითითებულ პარტიას ჩვენ ვედავებით თანამშრომლობას ქვეყნისთვის საზიანო და არაკონსტიტუციური ქმედებების განხორციელებაში. ჩვენი კონსტიტუციით მართლაც არის დაცული პოლიტიკური თანამშრომლობა, მაგრამ დაუშვებელია და პარტიის აკრძალვის საფუძველია თანამშრომლობა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო საქმეში.”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე: ტყუილია ანა წითლიძის განცხადება, თითქოს დანაშაულისგან არგამიჯვნა სამართლებრივი აბსურდია
Next: არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ გიორგი ახობაძისთვის ნარკოტიკის ჩადება სასამართლომ დაადასტურა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.