Skip to content
28/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვატო შაქარიშვილი: ნაცმოძრაობა და სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ადასტურებენ, რომ როინ შავაძე საჩვენებელი სისასტიკით დახვრიტეს

მარშალ პრესი 27/10/2026
vato

ნაცმოძრაობა და ბოროტი პოლიტცხოველი სააკაშვილი პირდაპირ ეთერში იძლევიან აღიარებით ჩვენებებს და ადასტურებენ, რომ გმირი სამხედრო როინ შავაძე, აგვისტოს ომის ავანტიურის შემოქმედებმა, ქვეყნის სიყვარულისთვის და მათი დანაშაულების ცოდნის გამო, საჩვენებელი სისასტიკით დახვრიტეს,- ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შაქარიშვილი ამბობს, კოლექტიური ნაცმოძრაობის ადგილი არათუ პოლიტიკაში, საერთოდ საქართველოში არ არის.

“არც არაფერი უსწავლიათ და არც არაფერი დავიწყებიათ” – ნაცმოძრაობა და ბოროტი პოლიტცხოველი სააკაშვილი პირდაპირ ეთერში იძლევიან აღიარებით ჩვენებებს და ადასტურებენ, რომ გმირი სამხედრო როინ შავაძე, აგვისტოს ომის ავანტიურის შემოქმედებმა, ქვეყნის სიყვარულისთვის და მათი დანაშაულების ცოდნის გამო, საჩვენებელი სისასტიკით დახვრიტეს!!!
გაუქმების და აკრძალვის წინ, მათი მსხვერპლების და მთლიანად ქართველი ხალხის მიმართ ზიზღს აღარც მალავენ. მოკლული ადამიანების სულებს ბინძურად ეხებიან, ჭირისუფალს კი შეურაცხყოფას აყენებენ და მათზე ძალადობას აგრძელებენ!!!

კოლექტიური ნაცმოძრაობა ეს არის არა უბრალოდ არაკონსტიტუციური ძალა, არამედ ეს არის ბოროტი ძალა!!! მათი ადგილი არათუ პოლიტიკაში, საერთოდ ჩვენ ქვეყანაში არ არის!!!”- წერს ვატო შაქარიშვილი.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ გიორგი ახობაძისთვის ნარკოტიკის ჩადება სასამართლომ დაადასტურა
Next: ირაკლი კობახიძე – განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.