ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. ამ დღეს, სასწავლებელს საქართველოს სხვადასხვა...
ბოლო სიახლე
საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები მოკავშირე ძალების ფონდის (Allied Forces Foundation) ეგიდით გამართულ მარშირებაში მიიღებენ მონაწილეობას....
როდესაც ციხეებში შევედით, აღმოვაჩინეთ ასეთი ვითარება, რომ პატიმრების უმრავლესობა, პრაქტიკულად ყველა, იყო ნაწამები. იყო „შემჯდარი“ ფსიქოტროპულ საშუალებებზე,...
„ჩვენ ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის აგენტურა, რომელიც გარედან იმართება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან...
„2012 წლის 17 მაისს, დილის 10 საათზე მომდის შეტყობინება რომ კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრემში იმართება აუქციონი....
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის...
ირაკლი კირკიტაძემ თქვა, რომ მე ამ ბიზნესიდან [შპს “ენკა ჰაუსის” დირექტორობიდან] საერთოდ მივდივარ, აღარც 1500 დოლარი მინდა...
ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს. „დროა, მართლაც დიდი ბომბი ჩამოვაგდოთ. დონალდ...
გონებაში მაქვს ვადა, როდესაც დავინახავ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმება არ შედგება, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება, ორივე...
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის პირადი გადაწყვეტილებით გავიდა...
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია, რომლის მთავარ თემასაც წარმოადგენს „საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები...
როდესაც მსგავს დოკუმენტებში მიხეილ სააკაშვილის ხსენებასთან გვაქვს საქმე, ეს ამ ადამიანების უბედურებაა, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ შეაფასა „ნაციონალური...
„მდგრადი განვითარების მეოთხე სფერო მართლაც მშვიდობა, გლობალური და რეგიონული თანამშრომლობაა. ვერც ერთი ქვეყანა, ისეთი გიგანტებიც კი, როგორიც...
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Standart & Poor`s-მა უკრაინის მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების გამოშვების რეიტინგი CC-დან D (დეფოლტი) დონემდე...
მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, – აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი. „მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი,...
მრავალი წელია, ჩვენს კანონმდებლობაში არის დადგენილი სტანდარტები და არ არსებობდა ამ სტანდარტების აღსრულების მექანიზმი, ის რომ საინფორმაციო გამოშვება უნდა იყოს ობიექტური და ნეიტრალური, ეს არის საერთაშორისო მედია სტანდარტი, რა შუაშია აქ ცენზურა? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული სტანდარტები საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მოქმედებდა, უბრალოდ არ იყო გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმი, რაც, რამდენიმე თვის წინ, პარლამენტმა გაწერა და ამის საფუძველზე განხორციელდა მიმართვა შესაბამისი ორგანოსადმი. „რა შუაშია აქ ცენზურა? ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება ცენზურად. იმისათვის, რომ სწორი კულტურა ჩამოყალიბდეს მედიაში, საჭიროა, დაცული იყოს ობიექტური სტანდარტები. კულტურის უზრუნველყოფა არ არის ცენზურა. ყველამ უნდა იზრუნოს ჩვენს საზოგადოებაში კულტურის ჩამოყალიბებაზე შესაბამისი მიმართულებებით და კონკრეტულად ქართულ მედიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბებაზე,“- განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, კანონი თანაბრად ეხება ყველა მედიასაშუალებას და კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს, ცენზურაზე საუბრის ნაცვლად, შეუძლიათ, მიმართონ შესაბამის ორგანოებს, თუ ფიქრობენ, რომ კონკრეტული ტელევიზიები გარკვეული გამონათქვამებით ობიექტურობის სტანდარტებს არღვევენ. ირაკლი კობახიძის თქმით, ამით ისინი წვლილს შეიტანენ შესაბამისი კულტურის განვითარებაში. „კანონი თანაბრად ეხება ყველა მედიასაშუალებას, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ტელევიზია რა ტერმინებს მიიღებს. მაგალითად, თუ ერთი მიმართულებით გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, მეორე მხარესაც გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, საინფორმაციო გამოშვებებზეა საუბარი. საინფორმაციო გამოშვებაში თუ გამოიყენება, მაგალითად, ტერმინები, როგორიცაა – „რადიკალური ოპოზიცია“, ამ ახალი კანონის მიხედვით ეს ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული. როდესაც პარტია მიმართავს ვინმეს, მას სუბიექტური ინტერესი აქვს, ბუნებრივია. სხვა პარტიებსაც შეუძლიათ, მიმართონ და ეს ხელს შეუწყობს კულტურის ჩამოყალიბებას, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ისაუბრონ ცენზურაზე, რაც ჩვეულებრივი ტყუილია, მათ ასევე უნდა შეიტანონ წვლილი შესაბამისი კულტურის განვითარებაში – თუ მათ მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ტელევიზიები საკუთარი გამონათქვამებით არღვევენ ობიექტურობის სტანდარტებს, მათაც უნდა მიმართონ შესაბამის ორგანოს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რეალობა არის ის, რომ საქართველოში ძალადობის წახალისების, საზოგადოების გახლეჩისა და ერთმანეთთან დაპირისპირების მცდელობებში, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა...
ევროკავშირში გაწევრიანების მსურველებმა უბრალოდ კი არ დაიკლო, არამედ რეიტინგი კატასტროფულად არის დავარდნილი! მეტიც, ხალხში გაღიზიანებასაც იწვევს და...
