Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რთული მოსათმენია, როდესაც აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანი მოდის და შეურაცხყოფას გაყენებს, თუმცა ჩვენი მშვიდი პასუხი არის ის, რაც ყველაზე მეტად წაადგება პროცესს, ეს არის ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ

მარშალ პრესი 06/09/2025
irakli kobakhidze2

რთული მოსათმენია, როდესაც აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანი მოდის და შეურაცხყოფას გაყენებს, თუმცა ჩვენი მშვიდი პასუხი არის ის, რაც ყველაზე მეტად წაადგება პროცესს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახა კალაძის შტაბთან განვითარებული მოვლენების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მმართველი გუნდის მხარდამჭერებს მოუწოდა, სიძულვილის გამოვლინებებს საპირისპირო დამოკიდებულებით შეხვდნენ და მსგავსი შეურაცხყოფის აქტები უპასუხოდ დატოვონ.

„ეს არის გარედან დაფინანსებული პროვოკაციები, რასაც აქვს მხარდაჭერა გარედან, მათ შორის დაფინანსების სახით და კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატებიც ღიად უჭერენ მხარს რადიკალიზმის ასეთ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში, რაც შემაშფოთებელია ჩვენთვის. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, არ უპასუხონ ასეთ პროვოკაციებს. თუ რაიმე სურვილი აქვთ ასეთ სახედაკარგულ ადამიანებს, ეს არის პასუხის გაცემა. მე მგონია, რომ უმჯობესია, მშვიდად შევხვდეთ ნებისმიერ ასეთ აქტს, როგორი რთული მოსათმენიც არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, რთული მოსათმენია, როდესაც აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანი მოდის და შეურაცხყოფას გაყენებს, თუმცა მერწმუნეთ, ჩვენი მშვიდი პასუხი არის ის, რაც ყველაზე მეტად წაადგება პროცესს. ეს არის ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. ესენი არიან აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები, რომლებსაც ამოძრავებთ ერთადერთი დავალება, ამოცანა – ეს არის სიძულვილის გაღვივება ჩვენს ქვეყანაში. სიძულვილის გაღვივების ამოცანას ყველაზე ეფექტურად შეიძლება დაუპირისპირდე საპირისპირო დამოკიდებულებით და არა სიძულვილით. ეს არის ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. არ გავცეთ არავითარი პასუხი ასეთ ადამიანებს, მათ წისქვილზე დავასხამთ წყალს, ჩვენ თუ სიძულვილს ვუპასუხებთ სიძულვილით. პირიქით, ჩვენ განსხვავებული დამოკიდებულებით უნდა დავამარცხოთ სიძულვილი, რომლის თავს მოხვევასაც ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის გარე ძალები, მათ შორის კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა
Next: მეფე ჩარლზმა ოქსფორდის ისლამური კვლევების ცენტრის 40 წლის იუბილე აღნიშნა – უდიდესი სიამაყითა და აღტაცებით გიერთდებით დღეს, რათა პატივი მივაგოთ ამ შესანიშნავ ცენტრს, რომლის უნაკლო მუშაობა მიმართულია გაერთიანებულ სამეფოში ისლამური სამყაროს შესახებ ცოდნის გაფართოებისკენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.