Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს მთავრობა არა მარტო გამჭვირვალედ მუშაობს, არამედ სუფთად და სწორედ ამიტომ არ გვაქვს გამჭვირვალობის პრობლემა, განსხვავებით ენჯეოებისგან

მარშალ პრესი 06/09/2025
irakli kobakhidze

საქართველოს მთავრობას მთლიანობაში და არც ერთ სამინისტროს არ აქვს გამჭვირვალობის პრობლემა; არა მარტო გამჭვირვალედ ვმუშაობთ, არამედ ვმუშაობთ სუფთად და სწორედ ამიტომ არ გვაქვს გამჭვირვალობის პრობლემა, განსხვავებით ენჯეოებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ენჯეოებს ზუსტად იმიტომ აქვთ გამჭვირვალობის პრობლემა, რომ სუფთად არ მუშაობენ და ემსახურებიან არა ეროვნულ ინტერესებს, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.

„ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართული ანტისახელმწიფოებრივ აქციებში, ანტისახელმწიფოებრივ აქტებში და სწორედ ამიტომ აქვთ საკუთარი დაფინანსებაც დასამალი. მე ძალიან მრავლად ვნახე იმ ანტისახელმწიფოებრივ აქციებზე შენიღბული ენჯეოშნიკები. არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს პოლიტიკა. ეს არის კონსტიტუციური სტანდარტების საწინააღმდეგო მოვლენა. როდესაც პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობენ ენჯეოების წარმომადგენლები, ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, გარედან პოლიტიკის დაფინანსებას და მით უმეტეს, არ შეიძლება, რადიკალიზმი და რადიკალური პოლიტიკა ფინანსდებოდეს ქვეყნის გარედან. არავის არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში გარედან. გარედან არავინ უნდა ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში – ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი. იყო გარკვეული გადახვევა კანონში, არასწორი პრაქტიკაც იყო ჩამოყალიბებული, დღეს ჩამოყალიბდა სწორი კანონმდებლობა და სწორი პრაქტიკა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ეუთო/ოდირის მოწვევა ამ არჩევნების დასაკვირვებლად
Next: დღეს რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, რაც 64-ვე მუნიციპალიტეტში გვიმარტივებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას, ამ ვითარებაში ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს, შესაბამისად, ველით 60 %-ზე მეტის მიღებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.