პოლიტიკა

საქართველოს ეკონომიკის წინსვლისთვის მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსების გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის...
საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას...
უკრაინაში არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი, ამის საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ მერწმუნეთ, უკრაინელი ხალხისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. პრემიერის თქმით, საქართველომ მოახერხა ამ სცენარისგან თავის არიდება და ამის გამო არის გაგულისებული „დიფ სთეითი“. „დიფ სთეითმა“ უკრაინაში ომის გახანგრძლივება დაავალა ევროპულ სტრუქტურებს. მანამდე ამერიკული სტრუქტურებიც იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ახლა, „დიფ სთეითმა“ ევროპულ სტრუქტურებს ექსკლუზიურად დაავალა უკრაინაში ომის გახანგრძლივება. იგივე ხდება ორგანიზაციების დაფინანსების კუთხითაც. ამერიკული ფონდებიდან აღარ ფინანსდება ანტისახელმწიფოებრივი პროცესები, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში და ეს ტვირთიც თავის თავზე ააღებინეს ევროპულ სტრუქტურებს, რაც ძალიან სამწუხაროა. მანამდე ორი ფრონტიდან გვიტევდნენ და აქაც მოვახერხეთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. თუ...