Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირი არასწორი მიმართულებით ვითარდება და ამაზე, პირველ რიგში, მიუთითებს მათი ღირებულებითი კრიზისი, ორმაგი სტანდარტები საქართველოს მიმართ და უსამართლო მიდგომები

მარშალ პრესი 22/01/2026
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა ევროკავშირის პოლიტიკასა და დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს. მან განაცხადა, რომ ევროკავშირის ორმაგი სტანდარტები თვალშისაცემი ამერიკისთვისაც აღმოჩნდა:

„როგორც ჩვენ ვხედავთ, ეს თვალში საცემი არის არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ ისეთი ძლიერი ქვეყნისათვისაც, როგორიცაა ამერიკა“ – თქვა ეკა სეფაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ დავოსის ფორუმმა აჩვენა ქვეყნების გაურკვევლობა მსოფლიოს ახალი დღის წესრიგის გარშემო. „ევროკავშირი, რა თქმა უნდა, არასწორი მიმართულებით ვითარდება და ამაზე, პირველ რიგში, მიუთითებს მათი ღირებულებითი კრიზისი, ორმაგი სტანდარტები საქართველოს მიმართ და უსამართლო მიდგომები. თუმცა, როგორც ჩვენ ვხედავთ, ეს თვალში საცემი არის არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ ისეთი ძლიერი ქვეყნისათვისაც, როგორიცაა ამერიკა. ზოგადად, დავოსის ფორუმზე აშკარად გამოჩნდა, რომ ყველა ქვეყანა წუხს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაზე და ყველა ქვეყანა არის გაურკვევლობაში, თუ როგორი იქნება მსოფლიოს ახალი დღის წესრიგი“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს
Next: პრემიერ-მინისტრი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.