Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ფხაკაძე ოპოზიციის ექსპერტებს: „საქართველო არ მიიწვიეს დავოსში“ – დავოსში იცით რა ხდება?! – ხდება კატასტროფა. საქართველო უნდა იყოს წყნარი, ისეთი არეულობაა ახლა მსოფლიოში, ეს ტიპები განზრახ ვერ იგებენ, ან უბრალოდ მავნებლები არიან

მარშალ პრესი 21/01/2026
giorgi pkhakadze

რაც შეეხება საქართველოს, დღეს რაც ხდება და გუშინ რაც მოხდა ეს იყო კულმინაცია დავოსში. ახლა განვიხილოთ ჩვენი ღრმადპატივცემული, მდაბიო, ექსპერტები „მინდა ვიყო ოპოზიციები“, გაყინულები არიან, მე სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ, სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში საუბრისას.

ფხაკაძის განცხადებით, რაც უფრო ნაკლებად გამოჩნდება დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე საქართველო, მით უკეთესია ქვეყნისთვის.

„საქართველო არ მიიწვიეს დავოსში, ვაი თქვენ პატრონს, დავოსში იცით რა ხდება? – დავოსში ხდება კატასტროფა. საქართველო არის ისეთი პატარა მოთამაშე. „საქართველო არ მიიწვიეს“ საქართველო უნდა იყოს წყნარი, ისეთი არეულობაა ახლა მსოფლიოში, რაც უფრო ნაკლებად ამოყოფ თავს და რაც უფრო ნაკლებად გაიხსენებენ შენ სახელს მით უფრო უკეთესი არის დღევანდელ სიტუაციაში, რაც ხდება მსოფლიოში. რაც უფრო ნაკლებ შენ სახელს იტყვიან, მით უფრო დაცული ხარ დღევანდელ სიტუაციაში. ეს ტიპები განზრახ ვერ გებულობენ, ან უბრალოდ მავნებლები არიან, რომლებიც ციხეში უნდა დაალპო. გადახედეთ გარეთ რა ხდება, ამერიკა ამბობს, რომ მე უნდა ავიღო გრენლანდია, ამერიკის პრეზიდენტი უბერავს და მთელი მსოფლიო დაბნეულია. პრაქტიკულად დონალდ ტრამპი ამბობს, რომ გაერო აღარ მინდაო. ანუ, ეს არის ის, რასაც რუსეთი ამბობდა ადრე.

ბევრმა ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ტრამპის რეიტინგი ამერიკაში ვარდება. იქ სამოქალაქო ომის ძალიან დიდი სუნია. თავად ტრამპმა რამდენიმე კვირის წინ თქვა, მე თუ კონგრესი დავკარგეო მესამეჯერ იმპიჩმენტი მექნებაო, მას საშინლად ეშინია იმპიჩმენტის, პირდაპირ ციხეში ამოყოფს თავს. მან იცის, რომ თუ დაკარგავს ძალაუფლებას ამოყოფს თავს ციხეში იმხელა დანაშაული აქვს ჩადენილი კაცობრიობის და ამერიკის მოქალაქეების წინაშე“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

Post navigation

Previous: მთლიანობაში ჯამური საშუალო ფასნამატი ჩვენი დაანგარიშებით შეადგენს 86 პროცენტს. ვფიქრობთ, ფასნამატი 86% საკმაოდ მაღალია – პრემიერი ფასების მატებაზე
Next: ბევრმა გააკრიტიკა, რომ საქართველო არ არის დაპატიჟებული „მშვიდობის საბჭოში“, სადაც არიან: პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი, მხოლოდ კიმ ჩენ ინი აკლიათ. რომც მივეწვიეთ უარი უნდა გვეთქვა, პატარა ქვეყანა ვართ და ხვალ ვინ მოიგებს არ ვიცით, თუ აღმოჩნდები არასწორ მხარეს შედეგები ძალიან მძიმე იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.