Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ორივე ქვეყნის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობით, 2025 წელს ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მუდმივად ღრმავდებოდა – ჩინეთის ელჩი

მარშალ პრესი 20/01/2026
chou cieni

ორივე ქვეყნის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობით, 2025 წელს ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მუდმივად ღრმავდებოდა ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, – ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა.

ჩინეთის ელჩთან ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, პოტენციალსა და სამომავლო ხედვებზე.

„ორივე ქვეყნის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობით, 2025 წელს ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მუდმივად ღრმავდებოდა ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, რამაც ნაყოფიერი შედეგები გამოიღო და რამდენიმე მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ. მიუხედავად ამისა, ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალი კვლავ ძალიან დიდია და სასაქონლო სტრუქტურისა და თანამშრომლობის მეთოდების მრავალფეროვნების კუთხით კიდევ არსებობს განვითარების შესაძლებლობა. საერთო ჯამში, ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა სწრაფად ვითარდება და პოზიტიური პერსპექტივები აქვს. ჩინეთი ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მიმართ სრული ნდობით არის განმსჭვალული“, – აღნიშნა საქართველოში ჩინეთის ელჩმა.

Post navigation

Previous: ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად საუკეთესო ეტაპზეა, მყარი საფუძვლით და საინვესტიციო თანამშრომლობის დიდი პოტენციალით – ელჩი
Next: მე რომ არ გამოვჩენილიყავი, ახლა ნატო საერთოდ არ იარსებებდა – ის ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.