Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს

მარშალ პრესი 22/01/2026
irakli kobakhidze3

დღეს ჩვენ ვხედავთ, ერთი მხრივ, სრულად მარგინალიზებულ, პარტიულ დანაყოფს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან, ხოლო, მეორე მხრივ, მედიას, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებულია, საკუთარი ფუნქციის შესრულების პარალელურად, მუდმივ რეჟიმში პასუხი გასცეს მეორე მხრიდან წამოსულ დეზინფორმაციის ნიაღვარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლება ვალდებულია, ეს არაჯანსაღი ვითარება გამოსწორდეს და ქართველ ხალხს დაუბრუნდეს დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით – დებატებით სარგებლობის უფლება.

მისი თქმით, საჯარო ცხოვრებაში უნდა დაბრუნდეს დისკუსია, რათა მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს.

„და რადგან იოლად ამოსახსნელია ხელოვნურად შექმნილი, დაპირისპირებული და გახლეჩილი გარემოს მიზნებიც, შემსრულებლებიც და ამოცანებიც – ჩვენ ვალდებული ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ; ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს. იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“ – წერს ირაკლი კობახიძე.

Post navigation

Previous: არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა, ჩაეხშო განსხვავებული აზრი, ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ „დიპ სტეიტის“ აგენტურამ მხოლოდ დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა – ამ დავალების შესრულების მთავარ მედროშედ ნიკა გვარამია იქცა
Next: ევროკავშირი არასწორი მიმართულებით ვითარდება და ამაზე, პირველ რიგში, მიუთითებს მათი ღირებულებითი კრიზისი, ორმაგი სტანდარტები საქართველოს მიმართ და უსამართლო მიდგომები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.