Skip to content
11/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ტრისტან სიხარულიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

მარშალ პრესი 11/05/2026
688893425_839114255924793_4937827371658788966_n

ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გურული სიმღერების შემსრულებლისა და ლოტბარის ტრისტან სიხარულიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის – „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მოადგილეებთან, შემოქმედელ მიტროპოლიტ მეუფე იოსებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

აღნიშნული გამოცემა საქველმოქმედო ფონდ ,,ქართული გალობის“ მიერ მომზადდა, ხოლო მისი ხელახალი გამოცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. გამოცემა ეფუძნება ანზორ ერქომაიშვილის წიგნს – „გური და ტრისტან სიხარულიძეები“ (2017), რომელსაც თან ერთვის ტრისტან სიხარულიძის მიერ შესრულებული ჩაწერილი აუდიონიმუშები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა რეჟისორ გიორგი ჭუმბურიძის ფილმის პრემიერა, რომელიც ტრისტან სიხარულიძის შემოქმედებას ეძღვნება. შესრულდა ოზურგეთის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების — „შვიდკაცა“, „შემოქმედი“ და „რეხეული“ — მუსიკალური ნომრები. კონცერტში, ასევე, მონაწილეობდნენ თბილისის მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდი და ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მერმა ზაზა დიასამიძემ ორთაბათუოს და ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
Next: პოლონეთის მოქმედი ხელისუფლება იმეორებს ევრობიუროკრატიის ნარატივს, რევოლუციური პროპაგანდის ავანგარდობასაც აპირებენ – ერთი შეხედვით, ჰერჩინსკი ევრობიუროკრატიიდან არის და პოლონეთს არ ეხება ეს საქმე, მაგრამ არანაირი განსხვავება პოლონეთის ოფიციალურ პოზიციასთან არ არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.