Skip to content
11/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პოლონეთის მოქმედი ხელისუფლება იმეორებს ევრობიუროკრატიის ნარატივს, რევოლუციური პროპაგანდის ავანგარდობასაც აპირებენ – ერთი შეხედვით, ჰერჩინსკი ევრობიუროკრატიიდან არის და პოლონეთს არ ეხება ეს საქმე, მაგრამ არანაირი განსხვავება პოლონეთის ოფიციალურ პოზიციასთან არ არის

მარშალ პრესი 11/05/2026
tengiz sharmanashvili

პოლონეთი მთლიანად გადაეშვა გლობალური რადიკალური დღის წესრიგის დამკვიდრების საქმეში. არც ერთხელ არ უცდია გაეგო, რა არგუმენტები გვქონდა ჩვენი სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვისათვის. პოლონეთის მოქმედი ხელისუფლება ერთი ერთზე იმეორებს ევრობიუროკრატიის ნარატივს და არც კი მოსვლია აზრად, მოდი გავარკვიოთ, რა ხდება, რა ადარდებს ამ ხალხს, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარამანაშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, პოლონეთი ახლა საქართველოში რევოლუციური პროპაგანდის ავანგარდობასაც აპირებს, შესაბამისად, ევრობიუროკრატიასა და პოლონეთის ოფიციალურ პოზიციას შორის, არანაირი განსხვავება არ არის. “არ ვიცი, წაიკითხავენ ამას თუ არა პოლონეთის საელჩოში.

მე არ გავუგზავნი. თუ მხოლოდ თავის მოსაწონ ადამიანებს უსმენენ, თავის საქმისა თავად იციან. პოლონეთი მუდამ იყო ჩემთვის შთაგონების წყარო, სოცბანაკში თავისუფლებითვის ბრძოლის ლიდერი. იოანე პავლე მეორე, მხოლოდ კათოლიკების რელიგიური ლიდერი არ იყო ჩემთვის, ის საბჭოთა კომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში იყო. მე, როგორც მართლმადიდებელი, მის რელიგიურ შეხედულებებს ვერ გავიზიარებდი, მაგრამ მისი, როგორც პოლიტიკური მოღვაწის იდეები ძალიან მისაღები იყო ჩემთვის. ლეხ ვალენსამაც უდიდესი როლი ითამაშა კომუნისტური იდეოლოგიის მორყევაში და ამის არაღნიშვნაც არ იქნებოდა ობიექტური. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდშიც მუდამ ვგრძნობდით პოლონელების მხარდაჭერას და ამასაც ვაფასებ. მერე რა მოხდა?

მერე, პოლონეთი მთლიანად გადაეშვა გლობალური რადიკალური დღის წესრიგის დამკვიდრების საქმეში. არც ერთხელ არ უცდია გაეგო, რა არგუმენტები გვქონდა ჩვენი სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვისათვის. პოლონეთის მოქმედი ხელისუფლება ერთი ერთზე იმეორებს ევრობიუროკრატიის ნარატივს და არც კი მოსვლია აზრად, მოდი გავარკვიოთ, რა ხდება, რა ადარდებს ამ ხალხს. ახლა რევოლუციური პროპაგანდის ავანგარდობასაც აპირებენ საქართველოს მიმართ. ერთი შეხედვით, ჰერჩინსკი ევრობიუროკრატიიდან არის და პოლონეთს არ ეხება ეს საქმე თითქოს, მაგრამ არანაირი განსხვავება, თუნდაც ტაქტიკური, პოლონეთის ოფიციალურ პოზიციასთან არ არის. ცუდია, რომ ამ უსამართლო პოლიტიკას აქ პოლონელის ხელით აკეთებენ. გასაგებია, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები არ არსებობენ, მაგრამ დამერწმუნონ, რომ მუდმივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენთან ასეთი დამოკიდებულება არ არის სწორი. ეს ისე, თორემ გულუბრყვილო არა ვარ და არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში რამე შეიცვლება და პოლონეთის ხელისუფლება რამეს გადახედავს ევრობიუროკრატიის თანხმობის გარეშე დამოუკიდებლად. მე კი დავრჩები პოლონეთის პატივისმცემელ , თუმცა რეალისტ ადამიანად,” – წერს შარმანაშვილი.

Post navigation

Previous: ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ტრისტან სიხარულიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.