Skip to content
11/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მერმა ზაზა დიასამიძემ ორთაბათუოს და ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

მარშალ პრესი 11/05/2026
696344307_1362089742640274_4894158724328933880_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა, ორათაბათუმისა და ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

მერმა დაათვალიერა სოფელ სალიბაურში განხორციელებული სასმელი წყლის რეზერვუარისა და მაგისტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფას ემსახურება.

ასევე, სოფელ ფერიაში მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ წყალმომარაგების ქსელზე დაერთებას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურული პროექტები მერთან ერთად, დაათვალიერეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ედნარ ფუტკარაძემ, საკრებულოს წევრებმა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.

ინფორმაციას ხელვაჩაურის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

Post navigation

Previous: დღეს ახალ პატრიარქს ირჩევენ
Next: ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ტრისტან სიხარულიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.