გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია საქართველოსა და ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ თავისუფალი ჭიდაობის ტურნირს დაესწრნენ, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში გაიმართა.
ტურნირი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „საქართველო შალომ კლუბ გურიას“ ორგანიზებით, ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, 2015 წლიდან იმართება. ისრაელის ელჩი, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, ასევე, ოზურგეთში, საქველმოქმედო ასოციაცია “გურიაში” იმყოფებოდნენ, სადაც ორგანიზაციის საქმიანობასა და ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო MASHAV-ის დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ.
