პოლიტიკა

საზოგადოებამ ხელიდან გაუშვა ინფორმაციაზე წვდომის მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით, მაგრამ უმთავრესია მოსახლეობის, მით უმეტეს ახალგაზრდობის ჯანმრთელობა...
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევის მთავარი მიზანია, საზოგადოებაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ხაზი გაესვა სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლს რეგიონული უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში. ირაკლი ღარიბაშვილმა და დიმიტრიოს კარაბალისმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდა.
“გირჩის” წევრი ჰერმან საბო გიორგი ვაშაძის მოწოდებას ეხმიანება პარლამენტის ალყაში მოქცევასთან დაკავშირებით, რასაც პროცესის რადიკალიზაცია მოჰყვა: “ნეტავ...