Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ერთი კითხვა მაქვს ოპოზიციასთან ახალ მესიჯ-ბოქსთან დაკავშირებით: მოლდოვა გამოვა დსთ-დან, თუ პუტინთან ერთად აპირებს ევროკავშირი მის მიღებას? – არ გაგვიკვირდება“

მარშალ პრესი 26/06/2023
თამარ ჩიბურდანიძე

„დღეს ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ჩვენ შეიძლება, მივიღოთ სტატუსი გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, მაგრამ თურმე „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირთან დაახლოება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ზუსტად იმავე მესიჯებით საუბრობენ ოპოზიციის სხვა წევრებიც“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი, მაგრამ მისი ფუნქციური დატვირთვა მხოლოდ დღეს მოხერხდა, მისი პოლიტიკური პოტენციალი გამოყენებული არ იყო მისივე სახელმწიფო ინტერესებისთვის.

„დღეს ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ჩვენ შეიძლება, მივიღოთ სტატუსი გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, მაგრამ თურმე „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირთან დაახლოება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ზუსტად იმავე მესიჯებით საუბრობენ ოპოზიციის სხვა წევრებიც.

ბუნებრივია, დაიწყო ახალი პიარ-კამპანია, რათა მოსახლეობა ისევ დეზინფორმაციის საშუალებით დაარწმუნონ ამ იდეის მართებულობაში. არადა, ქრონიკებს რომ მივყვეთ, სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში დაუახლოვდა საქართველო ევროკავშირს, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, უვიზო მიმოსვლა და ვემზადებით სტატუსის მისაღებად. ეს ყველაფერი კი ძალიან დიდი შრომისა და მონდომების შედეგია.

გარდა ამისა, გლობალური პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი, მაგრამ ფუნქციური დატვირთვა მხოლოდ დღეს მოხერხდა სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად.

ეს იგივეა, რომ გქონდეს პოტენციალი და ვერ ახერხებდე შენი რესურსის გამოყენებას. საქართველოს პოლიტიკური პოტენციალიც არ იყო გამოყენებული დღემდე მისივე სახელმწიფო ინტერესებისთვის. ჩვენი პოლიტიკური დატვირთვა მხოლოდ სხვა ქვეყნების ინტერესებს ემსახურებოდა და ამის გაგრძელება სურთ დღესაც. სწორედ ეს არის ის მთავარი საკითხი, რის გამოც ჩვენ ვაკრიტიკებთ დასავლეთსა და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედ ოპოზიციას.

რაც შეეხება სტატუსის მონიჭებას, დიახ, მსოფლიოსთვის საქართველო გეოპოლიტიკური კარიბჭეა და ევროპა ყოველთვის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს. საქართველოს ყველაზე მეტად ეკუთვნოდა ეს ყბადაღებული სტატუსი და დამსახურებულად მივიღებთ.

ერთი კითხვა მაქვს ოპოზიციასთან ახალ მესიჯ-ბოქსთან დაკავშირებით, მოლდოვა გამოვა დსთ-დან თუ პუტინთან ერთად აპირებს ევროკავშირი მის მიღებას? – არ გაგვიკვირდება.“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში – ბექა ოდიშარია
Next: რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერებისთვის არანაირ მორალურ-ეთიკურ მნიშვნელობას არ წარმოადგენდა იმ „ვაგნერის“ გულშემატკივრობა, რომელიც უკრაინელ ტყვეებს სასტიკად აწამებდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.